ოჩამჩირე-804დაღუპული.ცოდვებისდუღილიფსოუდანენგურამდე

ოჩამჩირე და ოჩამჩირის რაიონის იმ 804 დაღუპულთაგან

ჭოლორაია რევაზი 42 წლის, ოჩამჩირის მკვიდრი. დახვრიტეს უმოწყალოდ ცოლ_შვილის წინაშე. ცხედარი ჩააგდეს კანალიზაციაში, ზემოდან ნაცემი მეუღლე დაამატეს და კანალიზაცია დახურეს. შემდეგ 14 წლის ქალიშვილი სამმა ბოევიკმა გააუპატიურა. 

ბენიძე გივი 40 წლის, სოფელი არადუ. იგი მძევლად აყვანილი მოკლეს საძაგელი სიკვდილით. ჯერ დააძვრეს ფრჩხილები, შემდეგ მოჭრეს ყურები, ამოთხარეს თვალები და მავთულით ხეზე დაჰკიდეს. 

ძიაპშბა მირონი 81 წლის ეროვნებით აფხაზი ოჩამჩირის სკოლის პედაგოგი დახვრიტეს მეუღლესთან ვენერასთან ერთად  ქართველებთან კარგი ურთიერთობის გამო. 

იგუმნოვა ბრონისლავა 74 წლის ოჩამჩირის პოლიკლინიკის ექიმი. დახვრიტეს იმისათვის, რომ მან თქვა: ,,ასეთ საძაგლობას, რასაც, აფხაზი გარეწრები შვებით გერმანელი ფაშისტებიც კი არ აკეთებდნენო. 

ფარცვანია ლავრენტი  65 წლის სოფელი ახალი კინდღი, ყოველგვარი დანაშაულის და მიზეზის გარეშე აფხაზმა ბოევიკებმა ჩაცხრილეს მის მანქანაში. 

იმ მრავალთა შორის ცაგერას მკვიდრნი: კოპალიანი ავთანდილი 25 წლის, კოპალიანი თებროლე 75 წლის, ყალიჩავა ჯოტო 70 წლის, უმოწყალოდ იქნენ დახვრეტილნი აფხაზ სეპარატისტთა მიერ. 

ძიძავა ომარი, მეუღლე ნათელა სოფელ ახალდაბის მკვიდრნი დახვრიტეს თავიანთი სახლის წინ. შემდეგ კაზაკმა მისი ხმლით ორივეს თავები წააგდებინა. იმავე დღეს დახვრიტეს მათი მეზობლები. 

ნაწყვეტი წიგნიდან ახალდაბა აფხაზეთში და ქართველთა ბედისწერის ისტორიები. 

ავტორი: ილუშა ნემსწვერიძე. 

გაგრძელება იხილეთ: http://www.ganakhleba.ge/ka/about/55

http://www.ganakhleba.ge/ka/about/56

http://www.ganakhleba.ge/ka/about/58 

http://www.ganakhleba.ge/ka/about/59

http://www.ganakhleba.ge/ka/about/60 

http://www.ganakhleba.ge/ka/about/61