გულრიფში-697დაღუპული.ცოდვებისდუღილიფსოუდანენგურამდე

გულრიფშის რაიონის იმ 697 დაღუპულთაგან 

ბერია ვასო 34 წლის, სოფელი ვლადიმიროვკა. დახვრიტეს (29.09.93) და მის სახლში მოკალათებული ოთარ თარბას ბრძანებით ცხედარი ქუჩაში დაწვეს. 

ქვაცაბია_მიქელაძე ზინა, სოფლ ბაღმარანში, ბოევიკებმა წამების შემდეგ გარდაცვლილის ცხედარი დაანაწევრეს. 

კვიტაია რევაზი, გულრიფშის, ცხაკაიას ქუჩაზე მცხოვრები. აფხაზმა ბოევიკებმა ცხოველივით დაიჭირეს და ყელი გამოჭრეს. გადმოდენილი სისხლით ჭიქები აავსეს და აფხაზეთის სადღეგრძელო თქვეს. 

ჩხვიმიანი ბესიკი, 18 წლის, სოფელ გენწვიშიდან მასთან ერთად ო. გურჩიანი, რ სამსიანი, მ. ვეძენიძე სოფელ ლათასთან ტრაქტორით აფეთქდნენ ტანკსაწინააღმდეგო მინაზე. 

ნაწყვეტი წიგნიდან ახალდაბა აფხაზეთში და ქართველთა ბედისწერის ისტორიები. 

ავტორი: ილუშა ნემსწვერიძე. 

გაგრძელება იხილეთ: http://www.ganakhleba.ge/ka/about/55

http://www.ganakhleba.ge/ka/about/56 

http://www.ganakhleba.ge/ka/about/57  

http://www.ganakhleba.ge/ka/about/59

http://www.ganakhleba.ge/ka/about/60 

http://www.ganakhleba.ge/ka/about/61