- ჩაიცვი "კუზმა", არ გაცივდე, "სქან გოლუაფილო ბები",- მიაძახა ბებომ. ამას ყური მოჰკრეს ჭიშკართან მომლოდინე კლასელებმა... მას შემდეგ "კუზმას" ეძახდნენ. გამორჩეული ბიჭი იყო. კლასიც გამორჩეული ჰყავდა, როგორც სიბეჯითით, ასევე სიცელქით.ჯერ მარტო ის იყო კლასში სახალისო, რომ ორი წყვილი ტყუპი ჰყავდათ და ათასგვარ ოინს იგონებდნენ. კლასში შვიდი ბიჭი სწავლობა და სკოლაში "შესანიშნავ შვიდეულს" ეძახდნენ.კლუბური საღამოების და დისკოთეკის ფუძემდებლები სოფელში კობა და მისი მეგობრები იყვნენ.დისკოთეკის ბურთი საკუთარი ხელით ააწყო.წარჩინებით სწავლობდა,ხატავდა შესანიშნავად და ძალიან საინტერესო ხედვა ჰქონდა სამყაროსი,რაც მის ნამუშევრებში იყო გადმოცემული.სამწუხაროდ, არცერთი ნახატი არ შემოგვრჩა... ნახატი?!- ნახატს ვინ ჩივის... დღესდღეობით ისიც სასიხარულოდ მიგვაჩნია,რომ მისი საფლავი მაინც გვეგულება... შორს,მიუსავალში,ეკალბარდგადავლილი,მაგრამ ის მაინც ვიცით,რომ დიდი პატივითაა დაკრძალული...თუმცა მისი დაკრძალვის დღეს, ოჯახს და სამგლოვიარო პროცესიას ტანკსაწინააღმდეგო ჭურვების სროლით და ტყვიამფრქვევების ჯერით მიაცილებდნენ "გაღმა ნაპირიდან"... საფლავი?!-დიახ,საფლავი სიცოცხლე შეწყვეტილი 24 წლის "ღიმილის ბიჭისა". კობა ჭოხონელიძე სოფელი განახლების მკვიდრი,განახლების საშუალო სკოლის 45-ე გამოშვება.მამულისათვის ბრძოლაში გულდაფლეთილი ვაჟკაცი.1993 წლის 16 სექტემბერს საღამოს 6-7 საათზე გუმისთაში შეტაკებების დროს გმირულად დაიღუპა.სამი დღით ადრე ოჯახს აცნობა,რომ დაქორწინებას აპირებდა...მოჩევნებითი სამშვიდობო ხელშეკრულება დაირღვა და კობა ქორწილის ნაცვლად იარაღით ხელში გუმისთის მისადგომებთან აღმოჩნდა.მისი ჯვრისწერა სულ სხვანაირად მოხდა(კობას სხეულზე საკონტროლო გასროლით ჯვარი იყო გამოსახული). იმ დღეს კობამ საქორწინო გვირგვინის ნაცვლად ქრისტეს მხედარის გვირგვინი დაიდგა და შეუერთდა ზეციურ საქართველოს მხედრობას.