ახალდაბა. "სოფლის ქომაგი" - სიცოცხლის გზა-

 __სოფლის ქომაგი__

ახალდაბის  მკვიდრს ჯეირან ხაინდრავას ქვეყნისა და მშობლიური სოფლის პატრიოტულ სიყვარულში ვერავინ შეეცილება. მაშინ ოცმეთაურის თანამდებობაზე მყოფს (და სხვა დროსაც), სამართლიანად სურს ყოველგვარი საქმე. "ქართლის ჭირი" _ სასკოლო ლოიტერატურაში წაკითხული, "სოფლის ჭირად" აღუქვამს, როცა სხვის გასაკეთებელს თავის მხრებზე იწვნევდა ხოლმე. ახსოვს, როცა თვისტომი დაუჯერებლობის და უაზრო ქედმაღლობის გამო მტრის მსხვერპლი გამხდარა. სოფელი უკვე არსებობის დღეებს ითვლიდა,როცა  ორმა  მეზობელმა მიაკითხა მას: 

- მოგვეცი საქმე რამ, ჩვენც რომ ვმონაწილეობდეთო. 

- თუ ასე გინდათ, აიღეთ წალდი, სეკატორი და თქვენი ეზოს ბოლოში იმ არხის ეკლები ჩაჭერით, მე ვიცი ის არხი იქნება ერთადერთი  "სიცოცხლის გზა" _ მოსახლეობის გადასარჩენი (ასეც ეწოდა მას). ვარლამ ბენიძემ და ვაჟა მუშკუდიანმა, ერთი  მანძილი გაკაფეს. საბედისწერო შემოტევის დროს იმ არხმა უდიდესი როლი შეასრულა. 

მოსახლეობის ნაწილი სოფლად  ჩარჩენილიყო, ჯეირანმა ინდიკო ოთხოზორია და ბესო უგულავა გააგზავნა  ახვლედიანის სახლში, რათა იქ შეხიზნულები საჩქაროდ  არხისაკენ წამოსულიყვნენ. მაგრამ ასეთი პასუხი მიიღო მარგო აგუმავასაგან: "რა გარანტიას მოგვცემს ჯეირანი,რომ არხში არ ჩაგვხოცავენ ყველას?! დავრჩებით აქ. თეთრ დროშას გამოვფენთ, ჩავბარდებით და ტყვიას გადავურჩებითო. ტყვიას გადაურჩნენ, მაგრამ ტყვეობაში ყოფნას და წამებას ვერა". 

 

ნაწყვეტი  წიგნიდან ახალდაბა აფხაზეთში და ქართველთა ბედისწერის ისტორიები. 

 

ავტორი  ილუშა ნემსწვერიძე. 

 

გაგრძელება