მე სოხუმელი ვარ

27 ნოე 2019

სულ რაღაც ორი წელია რაც ჩემს უსაზღვრო მონატრებას სოხუმისადმი გადმოვცემ ლექსების, მოთხრობებისა თუ ჩანახატების სახით, ჩემი ყოველი მონათხრობი მთავრდება სიტყვებით,,ჩვენ დავბრუნდებით",რაც ძალიან გვინდა ყველას აგვისრულდეს,ვინაიდან ბევრი მკითხველი მყავს და ხალხმა ასე შემიყვარა გადავწყვიტე წიგნი დამებეჭდა საკუთარი ძალებით და სოხუმში გამეგზავნა, რომ შემეხსენებინა აფხაზი ხალხისთვის წარსული დროის ჩვენი კარგი ურთიერთობები და კვლავ გამეწოდებინა ხელი შერიგებისკენ, მიტევებისკენ, მეგობრობისკენ..წიგნი სოხუმშია..
 

შეკითხვაზე შენ მწერალი ხარ?პოეტი ხარ? ნოველისტი ხარ? ამაზე ბევრს ვიცინი და ვპასუხობ -,არა,მე არც პოეტი ვარ და არც მწერალი, უბრალოდ ჩემს მშობლიურ სოხუმზე შეყვარებული ადამიანი ვარ.
 

როცა ნოსტალგია მომაწვა და პირველი ლექსი დავწერე ,,მომენატრა ისევ შენი გაზაფხული'", უამრავი ადამიანი გამომეხმაურა, რაც ნათლად აისახა კომენტარებში,ერთ-ერთი მათგანი იყო ქ-ნი ნაირა მარშანია აფხაზეთის მწერალთა კავშირის ხელმძღვანელი ვინც გამომეხმაურა, -ხომ არ გინდათ წიგნს ვუშვებ და შენი ლექსებიც შევიტანოო,? რა თქმა უნდა ჩემი პასუხი იყო არა...
 

იცით ყველაზე მეტად რა მახარებს? აფხაზეთის სიყვარულში ბევრნი ვართ მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებისა .
ყოველი ჩემი დილა სოხუმით იწყება,ყოველი ჩემი.სპონტანურად ტელეფონზე აკრეფილი სიტყვები ჩემი ცრემლებია.
მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც რომ ბოლო დროის ჩემი ყველაზე პოპულარული მოთხრობა ,,დაკარგული სიყვარულით (ანუ ომის მიერ შთანთქმული) მინდა იმედის ნაპერწკალი ჩავუნერგო უგზო უკვალოდ დაკარგული ოჯახის წევრებს, ამიტომაც მთავრდება ამ მოთხრობის ყველა თავი ვინ იცის, ვინ იცის, ვინ იცის სიტყვებით. იმედი ყოველთვის არსებოს!. 


განსაკუთრებით გული მებზარება როცა სოციალურ ქსელში ვგებულიბ ინფორმაციას ,,კიდევ ერთმა სოხუმელმა დაგვტოვა ", სწორედ მალხაზ მირცხულავას უეცარმა გარდაცვალებამ დამაწერინა ჩანახატი ,,,კიდევ ერთმა სოხუმელმა დაგვტოვა"..,სადაც მინდა ვაუწყო საზოგადოებას რომ ცხოვრება გრძელდება, ჩვენ თუ არა ჩვენი შთამომავალნი მაინც დაბრუნდებიან..
 

,, მოგზაურობა წარსულში,, ჩემი მეორე მოთხრობა ასახავს ჩემი ბავშვობის დროინდელ1970-1980 წლების სოხუმს სადაც მე ჩემს მეგობარ შარიქასთან ერთად დავდივარ სოხუმის ქუჩებში .ამ მოთხრობით მინდა ვთქვა, რომ დიდი ხნის განშორების მიუხედავად ჩვენი ფესვები მაინც ძლიერია და ჩვენი კავშირი მშობლიურ მიწასთან არ შეწყვეტილა.
 

და ბოლოს ჩემი მთავარი მიზანი იცით რა არის? რომ ვწერო რაც შეიძლება მეტი და მცირედი წვლილი შევიტანო ქართველ-აფხაზთა ურთიერთობის დათბობის საკითხში.
 

და კიდევ ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო იცით რა არის? ხალხს რომ ვუყვარვარ, დიდი მადლობა ჩემს მკითხველებს , განსაკუთრებით ემიგრანტებს, მათ ვინც დღეს ჩემს საღამოზე მობრძანდებით და ვინც ვერ მოდიხართ გარკვეული მიზეზის გამო.. მე თქვენ ყველანი ძალიან მიყვარხართ , ნინო არ შეჩერდება, ნინო აგრძელებს წიგნის მეორე ნაწილზე მუშაობას... 

 ვიცი ჩემი პატარა ნაპერწკალი კოცონს დანთებს და ჩვენ დავბრუნდებით..მოკლედ შეხვედრამდე!  

წერს ქალბატონი ნინო საკუთარ ფეისბუქ გვერდზე 

პროექტი  "აქ ჩემი სახლია" და ვებ გვერდი  Ganakhleba.Ge  სრულად იზიარებს ქალმატონი ნინოს პათოსს, დიახ ჩვენ ვმუშაობთ ურთიერთობის დათბობაზე, 

დიახ ნაპერწკლიდან უნდა დავანთოთ კოცონი...