ახალდაბა აფხაზეთში და ქართველთა ბედისწერის ისტორიები.

28 ივნ 2019

აფხაზეთში  ყველა სოფელს ჰყავს ღირსეული წარმომადგენელი,ვისაც უზრუნია,რომ ინფორმაცია არ დაკარგულიყო და მომავალი თაობებისთვის მოეთხროთ თუ რა გადაგვხდა თავს. ამჯერად წამოგიდგენთ სოფელი ახალდაბის შესახებ ისტორიას. რომლის  დაწერაზე თავის დროზე იზრუნა  ახალდაბელმა ილუშა ნემსწვერიძემ.

ვისაც არ  წაგიკითხავთ  ილუშა ნემსწვერიძეს წიგნი   "ახალდაბა აფხაზეთში და ქართველთა ბედისწერის ისტორიები", ვებ გვერდი Ganakhleba.ge გაძლევთ შესაძლებლობას   გაეცნოთ  ბატონ ილუშას ნაშრომს. 

წიგნის გარეკანზე (ყდაზე) ჩანს უცხოტომელი იარაღით ხელში, გამოძევებული ქართველი კაცის სახლის წინ(სახლიც და "რაფის" მარკის ავტომობილიც, ალბათ, გეცნობათ თანასოფლელებს.)ეს იმ ფაქტიდან არის,ჩვენმა მოძმე აფხაზებმა (უკვე გონებაგადაბირებულებმა) სხვა ქვეყნებიდანაც რომ ჩამოიყვანეს პროფესიონალი კაცთმკვლელები. რათა ქართველები დაეხოცათ,მხოლოდ ეროვნული ნიშნით. 

ძაღლის გამოსახულება  ნიშნავს:- ძაღლური სისასტიკით ეპყრობოდნენ იქ ქართველ ტყვეებს. 

ხოლო მიხაკები -ახალდაბის სიმბოლოა, "ღერბია". მრავალთა ეზოებში ვარდ-მიხაკების სათბურები ფინანსური შემოსავლის ერთ-ერთი საშუალება იყო. მიხაკის წითელი ფერი არის იმ სისხლის ფერი, რომელიც ქართველმა ბიჭებმა დაღვარეს იქ, ბრძოლის ველზე, იმ ქართული მიწის და ქართული ღირსების დაცვის დროს. 

წიგნის ავტორი და არამხოლოდ ავტორი,მადლიერი ახალი თაობა მადლობას უხდის ახალდაბელ ქალბატონს ნონა ბენიძეს  ამ საშვილიშვილო ინფორმაციის შეგროვებაში აქტიური ჩართულობისთვის. 

მადლობა ყველას ვინც არ დაიზარა ფინანსური მხარდაჭერა წიგნის დასაბეჭდად. 

განსაკუთრებული მადლობა ბატონ რევაზ ძიძავას და ვახტანგ ჩაკვეტაძეს."ქველმოქმედება ყველაზე დიდი მადლია, რაც ადამიანს აახლოვებს ღმერთთან". 

ვებ გვერდმა Ganakhleba.ge  ეს წიგნი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა დაინტერესებული მკითხველისთვის. 

(ნაწყვეტი წიგნის წინასიტყვაობიდან.ავტორი ილუშა ნემსწვერიძე)    

წიგნის წასაკითხად გადადით ბმულზე:

http://www.ganakhleba.ge/ka/blog/24 

http://www.ganakhleba.ge/ka/blog/25 

http://www.ganakhleba.ge/ka/blog/26 

http://www.ganakhleba.ge/ka/blog/27 

http://www.ganakhleba.ge/ka/blog/28 

http://www.ganakhleba.ge/ka/blog/29 

http://www.ganakhleba.ge/ka/blog/38 

http://www.ganakhleba.ge/ka/blog/39 

http://www.ganakhleba.ge/ka/blog/40 

http://www.ganakhleba.ge/ka/blog/41

http://www.ganakhleba.ge/ka/blog/42