ჩაის ფაბრიკა

1948წლიდან ექსპლუატაციაში შევიდა კოჩარის ჩაის ფაბრიკა, რომლის სიმძლავრე ოთხმოციან წლებში გაორმაგდა - ძველ კორპუსს ახალი მიუშენეს და ორივე ერთად სეზონზე 8000 ტონაზე მეტ ხარისხოვან ჩაის ფოთოლს ამუშავებდა. 

კოჩარის ჩაის ფაბრიკა პროდუქციის წარმოებით ერთ-ერთი მოწინავე იყო საქართველოში. 

სოფლის მეურნეობის მთავარი დარგი იყო მეჩაიეობა. ჩაის პლანტაციების საერთო ფართობი ხუთას ჰექტარზე მეტს შეადგენდა. ჩაის პირველი პლანტაციის  გაშენება ვასილ ფანცულაიას სახელს უკავშირდებოდა. მას ჩაქვიდან ჩამოუტანია ჩაის თესლი და დაახლოებით 1926 წელს მისი რჩევით პირველი ჩაის ფერდობი საკუთარ ეზოში გაუშენებია პეტრე წახნაკიას.მას, როგორც მეკვლეს ჩაის კულტურის გაშენებაში, დიდი მადლიერებით იხსენებს კოჩარის მოსახლეობა.

სასოფლო სამეურნეო ტექნიკის უქონლობის გამო ჩაის პლანტაციის გაშენება დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. ხე-ტყითა და ეკალ-ბარდებით დაფარულ საპლანტაციო ფართობებს პრიმიტიული იარაღებით ამუშავებდნენ.  ნიჩბითა და ბარით ძირკვავდნენ უზარმაზარ ხეებს და ცოცხალი გამწევი ძალის გამოყენებით ასუფთავებდნენ ფართობებს. 

ჩაის გაშენების პროცესს თავდაპირველად ევგენი გრიგოლია ხელმძღვანელობდა, ხოლო შემდგომ კოჩარის ჩაის პლანტაციების  ძირითადი ფართობები გაშენებულ იქნა საკოლმეურნეო მშენებლობის ერთ-ერთი ორგანიზარტორის, გამოცდილი აგრონომის - ნიკოლოზ კვარაცხელიას ხელმძღვანელობით. 1940 წლისთვის გაშენებული  იყო 400 ჰექტრამდე ჩაის პლანტაცია. კოჩარელები დიდი სითბოთი და პატივისცემით იხსენებენ ნიკოლოზ კვარაცხელიას,რომელიც ყოველ ახლად აღმოცენებულ ბუჩქს სათუთად ეფერებოდა  როგორც თოთო ბავშვს. 

ჩაის საჰექტრო მოსავლიანობა ყოველწლიურად იზრდებოდა. მოსავლიანობის მატებასთან ერთად იზრდებოდა კოლმეურნეობის საერთო შემოსავალი და შესაბამისად მოსახლეობის შრომის ანაზღაურება.ერთი სიტყვით, სოფელი უფრო და უფრო ძლიერდებოდა. 

ჩაის კრეფის პერიოდში ყოველდღიურად ათასზე მეტი მკრეფავი გამოდიოდა სამუშაოდ. მათი მკლავმოუღლელი შრომის შედეგად საშუალოდ დღეში ორმოცდაათტონაზე მეტი ნედლეული ბარდებოდა ჩაის ფაბრიკას ორდენოსანი მეჩაიეები იყვნენ: ცაცა ქარდავა, შურა კაცია, ნაზი მაჭარაშვილი, ლიანა მარგიანი, ალექსანდრა ბოჭორიშვილი.  

 

ინფორმაცია ობიექტზე
რეგიონი: ოჩამჩირე
კოჩარა
ქუჩა: რუსთაველის ქუჩა
ობიექტი: საწარმო