გუდაუთა

გუდაუთა  - ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის  გუდაუთის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე,  მდინარე გუდოუს შესართავთან. რაიონის  ფართობი შეადგენს 1640 კვ.კმ-ს. მანძილი თბილისიდან გუდაუთამდე 442 კმ-ია, სოხუმიდან კი - 37 კმ.

ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI  საუკუნეში. ქალაქად  გამოცხადდა 1926 წელს.

1991 წლიდან ქ. გუდაუთა დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში შემავალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქია.

გუდაუთის რაიონში  მდებარეობს ბიჭვინთა- მიუსერის ნაკრძალის მიუსერის მონაკვეთი, რომლის ფართობი 1,040 ჰექტარია.

გუდაუთაში ბომბორის აეროდრომზე საბჭოთა პერიოდში განთავსებული იყო საბჭოთა საჰაერო თავდაცვის ძალების ბაზა, საიდანაც ცივი ომის პერიოდში სამხედრო ავიაციის 171-ე ან 529-ე დივიზიების სუ-27 ტიპის ავიამოიერიშეები დაფრინავდა.[3] ეს დივიზია ემორჩილებოდა ბაქოს საჰაერო თავდაცვის არმიას (მე-19 არმია). აფხაზეთის კონფლიქტის პერიოდში გუდაუთა იყო აფხაზ სეპარატისტთა წინააღმდეგობის ცენტრი საქართველოს მთავრობის ძალებთან ბრძოლისას 1992-93 წლებში.

რაიონში არსებობდა ავტოსარემონტო ,  ღვინის და საკონსერვო  ქარხნები , ჩაის ფაბრიკა,   საკალმახე, ციტრუსების, სატყეო, მეფუტკრეობის მეურნეობები და სხვა.

გუდაუთის რაიონში  მოქმედებდა 5  სანატორიუმი, 3 ტურისტული ბაზა, 3 დასასვენებელი ბაზა, 3  დასასვენებელი სახლი, 3 პანსიონატი.

გუდაუთასა და გუდაუთის რაიონში 2 ქართული, 19 აფხაზური , 1 რუსული, 7 სომხური, 7 რუსულ-აფხაზური, 2 ქართლ-აფხაზური  სკოლა იყო.

რაიონის  ჯანდაცვას   ემსახურებოდა 1  საავადმყოფო,  რაიონული პოლიკლინიკა, რაიონული სანეპიდსადგური და რაიონული აფთიაქი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბომბორას ავიაბაზა რუსეთის 50-ე სამხედრო ბაზად გადაკეთდა, შემდეგ კი მე-10 დამოუკიდებელ სამშვიდობო საჰაერო დივიზიის ბაზად. ეს ქვედანაყოფი პირდაპირ ემორჩილებოდა რუსეთის გენერალურ შტაბს. ეს ბაზა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა აფხაზეთის კონფლიქტში. ქართული მხარისა და მრავალი დასავლეთი დამოუკიდებელი დამკვირვებლის მტკიცებით, გუდაუთის ბაზა მთავარი სამხედრო მხარდაჭერა იყო აფხაზი სეპარატისტებისთვის 1992-93 წლებში. 1995 წლის სექტემბერში საქართველო იძულებული გახდა ლეგიტიმური სტატუსი მიენიჭებინა რუსეთისთვის ამ ბაზის ლიზინგზე.

გუდაუთის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები:

  • აბაანთას ციხე (VII ს.)
  • აფხაზეთის ქრისტიანულ საკულტო ნაგებობათაგან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ძეგლი - მიუსერის ტაძარი (VIII-IX ს.ს.)
  • ლიხნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (  XI ს.)
  • შერვაშიძეების ორსართულიანი სასახლის ნანგრევები, სოფელ ანუხვის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის ეკლესიის ნაშთები უნიკალური ქართული წარწერებით (XI )
  • სოფელ ბობმბორაში  მდებარეობს ქართული ქრისტიანული ტაძარი ( VIII-IX ს.ს.),