აფხაზეთი

აფხაზეთი (აფხ. Аԥсны, აფსნი) — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღეს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით, უკავია 8,7 ათ. კვ.კმ. ტერიტორია მდინარეებს ენგურსა და ფსოუს შორის. ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ (იხ. საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ), იმართება დე ფაქტო ხელისუფლების მიერ. მისი დამოუკიდებლობა აღიარა რუსეთმა და სხვადასხვა გარიგებების სანაცვლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, სამხრეთ-აღმოსავლეთით საოკუპაციო ხაზი გადის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.

 

აერთიანებს რამდენიმე ისტორიულ ოლქს: საძენი (ანუ ჯიქეთი), ბზიფი, გუმა, შუა სოფელი, სამურზაყანო და წებელდა-დალი. აფხაზეთი, როგორც პოლიტიკური ერთეული, სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ტერიტორიას მოიცავდა და მისი საზღვრები არასდროს ემთხვეოდა ეთნიკურ აფხაზეთს, ე.ი. აფხაზური ტომებით დასახლებულ მიწებს. ადმინისტრაციული ცენტრი – სოხუმი.4

ფლორა -  მრავალფეროვანია აფხაზეთის ბუნება ტყის რესურსებით და მცენარეულობით, აფხაზეთში 133 -ზე მეტი ენდემური  მცენარეა,ფლორა ითვლის 2000 სახეობას, რომელთაგანაც 250-ზე მეტი მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეთა რიცხვს. ტყის საფარი შეადგენს აფხაზეთის ტერიტორიის 52%-ს

ფაუნა - აფხაზეთის ფაუნა  ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია არა მარტოსაქართველოს, არამედ მთელი კავკასიის მასშტაბით. აფხაზეთში ბინადრობს 440  სახეობის ხერხემლიანები, რაც მსოფლიო ფაუნის 1% წარმოადგენს, აქედან 30% მიეკუთვნება მსოფლიოში იშვითი და გადაშენების პირას მყოფთა რიცხვს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში 5 რაიონი და 3 ქალაქია:

  • სოხუმის რაიონი
  • ოჩამჩირის რაიონი
  • გულრიფშის რაიონი
  • გუდაუთის რაიონი
  • გალის რაიონი
  • ქალაქი სოხუმი
  • ქალაქი გაგრა
  • ქალაქი ტყვარჩელი

აფხაზეთის ისტორიული ძეგლები

ქალაქი სოხუმი:

  • ბესლეთის ხიდი
  • დიოსკურიის ციხე
  • კელასურის კედელი

ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი:

  • ბედიის მონასტერი
  • ილორის წმ. გიორგის ეკლესია
  • მოქვის მონასტერი

გუდაუთის მუნიციპალიტეტი:

  • ახალი ათონის სვიმონ კანანელის ეკლესია
  • ახალი ათონის (ივერიის მთის) მონასტერი
  • დოლმენები
  • ბზიფის ციხე
  • ლიხნის კომპლექსი
  • ლიხნის ეკლესია აბა-ათა
  • ამბარას სამეკლესიიანი ბაზილიკა

გაგრის მუნიციპალიტეტი:

  • აბაათა
  • გაგრის ეკლესია ბაზილიკური
  • ბიჭვინთის მონასტერი
  • განთიადის ბაზილიკა

გულრიფშის მუნიციპალიტეტი:

  • დრანდის გუმბათიანი ტაძარი