განახლება - სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში, სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე კოდორის მარჯვენა ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები:ნაა, ტეხი, ჩერნიგოვკა, ჭალა, ხუმუშქური). ზღვის დონიდან 130 მ, შავი ზღვიდან 15 კმ, გულრიფშიდან 20 კმ, დრანდიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 13 კმ.
პირველი განახლებაში ჩასახლდა კვარაცხელიების ოჯახი, ისინი ჩამოსულან ურმით სამეგრელოდან, ექვსი ძმა და ერთი და. მათ უკაცრიელი დახვდათ ამჟამინდელი განახლების ტერიტორია. (შესაძლოა ერთერთი იყო ექვთიმე კვარაცხელია,იონას მამა, ან ექვთიმეს მამა და ექვთიმე იქნებოდა პატარა). მათ შემდეგ დასახლდნენ ტყებუჩავები,ცაავები,ბერულავები,თოლორდავები.(როლანდი თოლორდავას და გოჯი კვარაცხელიას ნაამბობი). ტერიტორიის გაუკაცრიელებამდე ერქვა ანასტასიევკა. განახლება კი შემდგომ დაერქვა, როცა ზემოთ ჩამოთვლილ გვარებს კიდევ ბევრი შეემატა, მათ განაახლეს და ააღორძინეს სოფელი.