გალი და გალის რაიონი იმ 1025 დაღუპულთაგან
არშბა გურამი 35 წლის ეროვნებით აფხაზი დახვრიტეს აფხაზმა ბოევიკებმა იმისთვის, რომ მან არ იცოდა აფხაზური ენა, ის ქართველის ოჯახში აღიზარდა, დახვრეტამდე გააშიშვლეს არბენინეს და ზურგში ესროლეს.
არდაშელია რამაზი 50 წლის. სოფელი თაგილონი აფხაზი მილიციელების (პოლიციელების) ჯგუფმა აწამეს. შემდეგ დახვრიტეს სათითაო გასროლით. იქვე მოსულმა ადმინისტრაციის უფროსმა, რუსლან ქიშმარიამ გამოაცხადა: ,,ყველას ასე დაგემართებათ ვინც ხმას გაიღებთ და შეგვეწინააღმდეგებითო".
კვარაცხელია დათო 45 წლის (სოფელი წარჩე) და ჩერქეზია რუსლანი ფეხებით მიაბეს ტრაქტორებს და გაქაჩეს. შემდეგ ბენზინი დაასხეს და დაწვეს.
გადელია თენგიზი, სოფელი მზიური. დახვრიტეს სიმინდის ყანაში. მასთან ერთად გივი შონია და ჯუმბერ კვეკვესკირი. სამი დღის შემდეგ ღორებისგან დაჯიჯგნილი შვილის გვამის ნახვისას დედას გადელია ქსენიას გული გაუსკდა.
გოგოხია შალიკო, 55 წლის, სოფელი საბერიო. მასვე მანქანაზე დაატვირთიეს მთელი ნაძარცვი ქონება, შემდეგ ცემაში ამოხადეს სული.
ნაწყვეტი წიგნიდან ახალდაბა აფხაზეთში და ქართველთა ბედისწერის ისტორიები.
ავტორი: ილუშა ნემსწვერიძე.
გაგრძელება იხილეთ:http://www.ganakhleba.ge/ka/about/56
http://www.ganakhleba.ge/ka/about/57
http://www.ganakhleba.ge/ka/about/58
http://www.ganakhleba.ge/ka/about/59