სოხუმი და სოხუმის რაიონის 1298 გარდაცვლილიდან
აძალაძე გუგუშა 40 წლის,დაბა გუმისთაში აფხაზმა ბანდბოევიკებმა დახვრიტეს მოხუცი დედის თვალწინ. მასვე დაამარხვინეს საძაგლად. შემდეგ დედას აიძულეს ეცეკვა შვილის საფლავზე.
ანასტასიადი მერი 50 წლის, სოფელ ოდიშის მკვიდრი, პედაგოგი. დახვრიტეს და მის სახლში დაწვეს ოჯახთან, მასთან შეფარულ თოთხმეტ მშვიდობიან ქართველთან ერთად. ამ საძაგელ ოპერაციაში მონაწილეობდნენ სომხები და კაზაკები.
გაჩეჩილაძე თინა 54 წლის, სოფელი იაშტუხა. აფხაზი სეპარატისტ ბანდიტთა მიერ იქნა ჯგუფურად გაუპატიურებული. ქალს მხეცური წამებით მოაჭრეს მკერდი და ხელები.
კალანდია გული 60 წლის, სოფელი ზემო კელასური. მოკლეს სადისტური წამებით. ხოლო ქმარს დახვრეტის შემდეგ ამოაჭრეს მკერდიდან გული და გადაუგდეს ძაღლებს.
სოხუმის, ბაბუშერას აეროპორტში, აფხაზების მიერ ჩამოგდებულ თვითმფრინავში ,,ტუ_134", რეისის ნომერი 65893 სოჭი_სოხუმი დაიღუპნენ ეკიპაჟის ექვსი წევრი და ოცი მგზავრი, მათ შორის სამი წლის გუგუსიანი ედიკო.
მიმინოშვილი მზია 23 წლის, სოხუმის მკვიდრი, ჯგუფურად გააუპატიურეს სომეხმა ბოევიკებმა. რის შემდეგ დაიწყეს სმა_ჭამა, ღრეობა. გვიან გონსმოსულმა მზიამ შეძლო მათი ავტომატით დაეხოცა ისინი. დიდხანს მალავდნენ მეზობლები მას, მაგრამ ერთ_ერთმა სომეხმა მეზობელმა გასცა იგი. ბატალიონ ,,ბაგრამიანის" მეომრებმა გამოათრიეს, გააუპატიურეს. მოჭრეს ხელის თითები, ყურები და შემდეგ დახვრიტეს.
შარტავა ჟიული 49 წლის. ქალაქი სოხუმი. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე. აფხაზმა ჯალათებმა სასტიკად აწამეს იგი. ჯერ მიწა ჩაატენეს პირში. ქართული მიწა რომელიც არ დათმო ბოლომდე. ათასგვარი ცინიზმით, თავხედური მოპყრობით იხორხოცეს და დახვრიტეს 27_09_1993 წელს.
ნაწყვეტი წიგნიდან ახალდაბა აფხაზეთში და ქართველთა ბედისწერის ისტორიები.
ავტორი: ილუშა ნემსწვერიძე.
გაგრძელება იხილეთ: http://www.ganakhleba.ge/ka/about/55
http://www.ganakhleba.ge/ka/about/56
http://www.ganakhleba.ge/ka/about/57
http://www.ganakhleba.ge/ka/about/58