1993 წლის 2 ივლისს სოფელ ტამიშთან ბრძოლებში დაღუპულ კოჩარელ გია ჯომიდავას იხსენებს მაყვალა ჯომიდავა ნუგაზარ (დიდილი) ჯომიდავას მეუღლე
ისე მალე გაზრდილხარ, რომ ვერც კი შეგვიტყვია,
მართლა ვაჟკაცი ყოფილხარ ჩემო ძმაო გია!
ვიცით შენ არ შეუშინდი ურიცხ მტერთა ჭიდილს,
ბრძოლაში არ დატოვებდი ტარასის და დიდილს.
ბოლომდე დარჩით ერთგული თქვენი მტკიცე ფიცის
და სიცოცხლე ანაცვალეთ დაცვას მშობელ მიწის.
შენ იცოცოხლებ ჩვენს გულებში, შენ ვერ მოგკლა ტყვიამ
მუდამ დარჩები ასეთი “უღალატო გია”.
გიორგი ჯომიდავა სამშობლოსთვის თავდადებული ვაჟკაცი