ადგილის დედა

ყველაფერს აქვს საზღვარი, ნათქვამია.  მონატრება და ლოდინი ყველა საზღვარს გადაცდა... არ მეგონა ამდენ ხანში ხმას თუ ვერ მოგაწვდენდით!  ვლოცულობ  დღედაღამ,იქნებ დღეს თუ არა,ხვალ,ზეგ,მომავალ წელს,ხუთი წლის შემდეგ მაინც მოგაწვდინოთ ლოცვა და ძახილი...ამ უკიდეგანო ლოდინში ოცდახუთი წელი გასულა! ხმა და პასუხი კი არსაიდან,არავისგან,არცერთი შვილისგან... ვარ მარტო,ეული,სასოწარკვეთილი დედა,არადა რა სიმწვანეში და სილურჯეში ჩაფლული... სამოთხეში ვარ,მაგრამ შვილების გარეშე!ნუთუ არ გახსოვთ,რა ფერთა ნარნარში ვატარებდით ყველა დღეს... იქნებ უკეთესი დედა და მშობელი იპოვეთ?! ან იქნებ ავი დედინაცვალი განაგებს თქვენს ცხოვრებას?! რამდენიმე დღის წინ ჩემს სარკმელს ჩიტუნები მოადგნენ...             (ნაწყვეტი ეკატერინე კვიციანის შემოქმედებიდან)