იხსენებენ თვითმხილველები - შურა მგელაძეს ისტორია

შურა მგელაძე _ (დასახლება პიცუნდა) ჩემს ოჯახში 1992 წლის 11 სექტემბერს შემოიჭრნენ შეიარაღებული ჩრდილოკავკასიელი კონფედერატები, მაიძულებდნენ გამოვსულიყავი გუდაუთის ტელევიზიით და ქართველებისათვის მიმემართა სიტყვებით. მე უარი განვუცხადე. წამიყვანეს და ზღვაში მამყოფეს დილამდე. შემდეგ კემპინგში მიმიყვანეს და იქ მაწამებდნენ. მე რომ იატაკზე ვეგდე ჩემთან მოვიდა ერთი იმათგანი და ასე მითხრა: ,,მწყურია და სისხლი უნდა დავლიოო" ჩემი მკლავი ასწია დანით დასერა, ჭიქა დაუდგა, როცა ჭიქა აივსო შემომთავაზა შემესვა, ,, მაშინ მე დავლევ" _ თქვა და სისხლით სავსე ჭიქა გამოსცალა, თან დაუმატა: ,,შენ არ გეწყინოს, მე შენს სისხლს კი არა, ქართველების სისხლს ვსვამო" . 

18 სექტემბერს დასახვრეტად წამიყვანეს. ვინც მაწამებდა მას ადრეც ვიცნობდი, მისი გვარია კვიტარია. დახვრეტას კი ერთმა კეთილინების აფხაზმა გადამარჩინა. მის გვარს არ ვამბობ, რომ პრობლემები არ შეექმნას. იქ, ჩემს სახლში, ვიღაც ჩრდილოკავკასიელი კომფედერატი ცხოვრობს. ძალიან მიკვირს: რატომ ექცეოდნენ ასე სისასტიკით ქართველ ხალხს? 

ხალხს _ კეთილმშვიდობიანს, რომელსაც მოსისხლე მტერთანაც სამაგიერო მტრობა არ შეუძლია?! 

 

ნაწყვეტი  წიგნიდან ახალდაბა აფხაზეთში და ქართველთა ბედისწერის ისტორიები. 

 

ავტორი:ილუშა ნემსწვერიძე   

 

გააგრძელე კითხვა...