მამიდა, წყალი! - გაისმა უცებ მართას ხმა, რომელიც აგერ უკვე ექვსი თვეა რაც მძიმე სენს ებრძვის. აჰა, ჩემო ანგელოზო, დალიე... და მართამ ყლუპ - ყლუპობით გამოცალა ჭიქა. ყოჩაღ ჩემო ანგელოზო, ახლა დაიძინე. ნუ გეშინია, აი ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება. ეს თქვა და გოგონას ჩაეძინა. მამიდა ხატების კუთხეს მიუახლოვდა და ლოცვა დაიწყო: ღმერთო, გევედრები, გადამირჩინე გოგონა, ნუ წაიყვან ასე ნაადრევად, ის ხომ ჯერ მხოლოდ 22 წლისაა. ღმერთო, მომეცი ძალა ერთადერთ ძმისშვილს სიცოცხლის ბოლომდე ვემსახურო, ისე ნუ წამიყვან ამ წუთისოფლიდან, რომ მის ბედნიერებას არ მომასწრო. ლოცვა დაასრულა თუ არა, ლოგინისკენ გაემართა. მართას მშვიდად ეძინა, ერთხელაც არ დაუკვნესია. ჩაძინებიდან რამდენიმე წუთში ასეთი სიზმარი ნახა: მზის შუქით შემოსილ ტრიალ მინდორზე იდგა და აქეთ - იქით იხედებოდა, თითქოს ვიღაცას ელოდა. ასე გაგრძელდა დაახლოებით ათი - თხუთმეტი წუთი. მოულოდნელად შავ ჩოხაში ჩაცმული ბიჭი გამოჩნდა, რომელსაც ხელით იშვიათი სილამაზის ცხენი მოჰყავდა. გოგონას მიუახლოვდა და თბილად მიესალმა. გამარჯობა... მე ასტამური ვარ, შენ რა გქვია? მე მართა ვარ! - გოგონას სახეზე ღიმილი აუთამაშდა. ლამაზი სახელი გქონია. აქ მარტო რას აკეთებდი? შენ გელოდებოდი! - დარცხვენის გარეშე მიუგო მართამ. კარგი გოგო ყოფილხარ! შენი მშობლები სად არიან? ჩემი მშობლები აფხაზეთის ომში დაიღუპნენ... მართას თვალებიდან ცრემლები წასკდა. ღმერთო, ობოლი ყოფილხარ. მხოლოდ მამიდა შემომრჩა, ჩემზე ამოსდის მზე და მთვარე, მეც ძალიან მიყვარს იგი. ამ სიტყვებზე მართას გამოეღვიძა. რა მოხდა სიხარულო, ცუდი სიზმარი ხომ არ ნახე? მამიდა, შენ რა... სულ არ გძინებია? რა დამაძინებდა?! თავი მეორე მეორე ღამეს მართამ სიზმარში ასტამურთან ილორის წმინდა გიორგის მონასტერში ჯვარი დაიწერა. გაიღვიძა თუ არა, ინატრა: ნეტავ ცხადი ყოფილიყოო. გაიღვიძე ანგელოზო? - მამიდამ მართას შუბლზე აკოცა. მამიდას მართამ თავისი სიზმრები უამბო. კარგი ვაჟკაცი ყოფილა ასტამური, დღეს ობოლ ქართველ გოგონებზე იშვიათად იწერენ ჯვარს აფხაზი ბიჭები. ეჰ, მამიდა... ნეტავ ეს ყველაფერი ცხადი ყოფილიყო! ნუ გეშინია მართა, ღმერთი მოწყალეა, აუცილებლად შეგახვედრებს ცხადად შენს ასტამურს. იმ ღამის მერე გოგონას თვალები არ მოუხუჭავს, ალბათ არ უნდოდა სიზმარეთში ემოგზაურა. აფხაზეთის ომი დიდი ხნის დამთავრებული იყო, როცა უეცრად კარზე ზარის ხმა გაისმა. კარი მამიდამ გააღო. გამარჯობათ ქალბატონო, მართა აქ ცხოვრობს? დიახ! თქვენ ვინ ბრძანდებით? ჩემი სახელია ასტამური! - დაურიდებლად მიუგო სტუმარმა. ასტამურის ხსენებაზე მამიდას თვალები გაუბრწყინდა. მობრძანდით! - სტუმარი ღვთისაა. კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს ოჯახში! თავი მესამე მე მართას მშობლების თვალწინ გავიზარდე! - დაიწყო ასტამურმა საუბარი. ჩვენი მშობლები მეგობრობდნენ. მართა მაშინ დაბადებულიც არ იყო. ომი რომ დაიწყო, ჩემი და მართას მშობლები ერთმანეთს თავდაუზოგავად ეხმარებოდნენ, ერთად იბრძოდნენ რუსების წინააღმდეგ! ოთხივე ერთ დღეს დაეცა ბრძოლის ველზე! მართას შესახებ მეზობლებისგან შევიტყვე: თბილისში ცხოვრობსო მამიდასთან ერთად. მამიდა, ვინ გვესტუმრა? - იკითხა მართამ, რომელიც ამ დროს ლოგინში წიგნს კითხულობდა. ასტამური! - მიუგო მამიდამ. ამ სახელის გაგონებაზე გოგონამ წიგნის კითხვას თავი ანება, ლოგინიდან ფრთხილად წამოდგა და მისაღებ ოთახში გავიდა. გამარჯობა! - თქვა მოურიდებლად მართამ. მისალმებაზე ასტამური ფეხზე წამოდგა და გოგონას ხელზე ეამბორა. მართა! - რა ლამაზი ყოფილხარ! - თავაზიანად მიუგო აფხაზმა ჭაბუკმა. იცი? - მე სიზმარში გნახე! - უთხრა გოგონამ ასტამურს. მართლა? - რა საოცარია! მეც სიზმარში გნახე. მართას მამიდა ხაჭაპურებს აცხობდა, დაასრულა თუ არა ცხობა, სუფრა გაშალა. ახლავე ღვინოს მოვიტან! - თქვა მამიდამ. არ გინდათ ქალბატონო, ნუ შეწუხდებით, ღვინოს არ ვსვამ! მხოლოდ ერთი ჭიქა ასტამურ! - ისე სთხოვა მართამ, რომ ასტამურმა უარი ვერ უთხრა. ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს! - სთქვა ასტამურმა და სულმოუთქმელად გამოცალა ჭიქა. თავი მეოთხე ღმერთმა გადმოხედა ობოლ გოგონას, ასტამური შეძლებული ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც მართას ოპერაცია დააფინანსა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. სიმსივნის ნიშნები თანდათან ქრებოდა. მართამ და ასტამურმა ჯვარი ილორის წმინდა გიორგის მონასტერში დაიწერეს. ეს იმ დროს წარმოუდგენელი იყო, მაგრამ სიყვარულმა და ძველმა მეგობრულმა ურთიერთობამ თავისი გაიტანა! ოთარ რურუა