17 ოქტომბერი 1993 წელი- 17 ოქტომბერი 2019 წელი!!!! დღეს ის რიცხვია როდესაც დავტოვე ჩემი სახლი.... დღეს ის რიცხვია როდესაც ფესვებგადაჭრილ ხეს დავემსგავსე... დღეს ის რიცხვია როდესაც თვალცრემლიანმა დედამ გულიდან ამოიგლიჯა ის რასაც შვილი ჰქვია.... და თვალცრემლიანი დარჩა საფლავს არ მივატოვებო..... დღეს ის რიცხვია როდესაც არ ვიცოდი სად მივდივარ .... მაგრამ მიდიხარ მაინც..... უსახლკაროდ დარჩენილი.... მიდიხარ ... მაგრამ არ იცი სამშვიდობოს მიაღწევ თუ არა.. მაგრამ მაინც გჯერა... გჯერა დედის ლოცვის... დედის ცრემლიანი თვალები თითქოს გინათებს გზას.... და ამ წლების განმავლობაში იხსენებ ფერდობზე გატარებულ 20 დღე და ღამეს.... საშინელი სიზმარია შენთვის.... დრო არ მიდის ან სად გეჩქარება.... დღეში ერთხელ ელოდები მოხუც კეთილ მეზობელს, რომელიც კალთაში ჩუმად გახვეული ლუკმა პურით ცდილობს დაგაპუროს..... რომელიც ტკივილს თან ტკივილს ამატებს... იმიტომ რომ ვიღაცა მოკლეს.... იმიტომ რომ ვიღაცა დაწვეს... იმიტომ რომ ვიღაცას ხელიდან ჩვილი ბავშვი გამოგლიჯეს და დამმარხავი არავინ არააა.... მხოლოდ ღამეა მშველელი რომ მიწას ჩუმად მიაბაროოო.... უყურებ ამ სოფელს... ყველა ლამაზ და მოვლილ სახლ კარს, რომელიც რიგრიგობით ცეცხლის ალში იხვევა.... და ვერაფერს შველი.... უსაზღვროდ შემიძლია ვწერო ... მაგრამ მაპატიეთ... ცრემლები მერევა.... გეფერებით ყველას .... ყველას ვინც ატარებთ ამ დიდ ტკივილს გულში ... და მაინც შეძლებისდაგვარად ებრძვით ამ ცხოვრებას უსახლკაროდ... საკუთარ ობადაბადეს მოწყვეტილი... დევნილად აღიარებული თითოეული ჩვენთაგანი!!!!
წერს ეკატერინე ხაინდრავა საკუთარ ფეისბუქგვერდზე, ეს არის ქალბატონი რომელმაც როგორც თავისივე მოგონებიდან ჩანს რთული ჯოჯოხეთური გზა განვლო, მან გაიკვლია გზა ცხოვრებაში, თუმცა წამითაც არ დავიწყებია თავისo სოფელი და თანასოფლელები, ახლა როცა მყარად დგას ფეხზე, პირველ რიგში დახმარებას უწევს განახლებელებს და სულ ფიქრობს რით გაახაროს თავისი სიდუხჭირე გამოვლილი ხალხი.
ეკატერინე ხაინდრავამ სრულად დააფინანსა დოკუმენტური ფილმი სოფელ განახლებაზე "დაუკარგავი იმედი". რომლის ბიუჯეტი 12 ათას ლარს სცდება.
სოლიდური შემოწირულობა გააკეთა ამ ვებ გვერდის Ganakhleba.ge-ს შესაქმნელად.
მოუწყო თავის თანასოფლელებს "სიყვარულის საღამო" რესტორან მრავალჟამიერში.
და კიდევ ბევრი სხვა მრავალი ქველმოქმედება,რომლის შესახებ საუბარი შორს წაგვიყვანს.
თავის მხრივ განახლებელები თბილი და ერთიანი ხალხია,რომელთაც მადლიერების ნიშნად ეკატერინეს შეარქვეს "განახლების კეთილი ფერია"