01 თებ
"გმირთა ვარამი"
ნეტა, შენს ვაჟკაცურ გულში ჩამახედა მოყვასო ჩემო, აფხაზო! ალბათ როგორ გტკიოდა გული, როცა შენს თვალწინ გაზრდილ ფალავანს, შენთვისვე ბევრი სიხარულის მომნიჭებელს, შენივე ტყვიით განგმირულს, შენივე ხელით მიაყარე მიწა და სამხედრო პატივიც მიაგე ზალპით. ალბათ რამხელა ტკივილი განიცადე მაშინ, ვინ იცის როგორ უჩიოდი ბედის უკუღმართობას და მერამდენედ აგინებდი თქვენს შორის შუღლის გამღვივებელს და თქვენს შეცდომაში შემყვანებელს. ჩემოსაქართველოს ღირსეულო შვილო, აფხაზო! ნეტა რა გქონდათ ორ სპორტსმენს გასაყოფი, ყოფილ ტრენერსადა ჩემპიონ ფალავანს?! - არც არაფერი ძმაო ჩემო, არც არაფერი... რაც გვეგონა, რომ გასაყოფი იყო ის დარჩება ამ ცოდვილ დედამიწაზე, ჩვენივე ცოდვებით კიდევ უფრო დამძიმებულ მიწაზე....რამეთუ სულ მალე არც არავინ დავრჩებით ამ ქვეყნად,არც კონფლიქტის გამღვივებელი და წამომწყები და არც მონაწილე, არც მსხვერპლი... წავალთ ყველანი და დავტოვებთ ძმათა სისხლით მორწყულ მიწას!!! რაოდენ სასტიკია ადამიანი, ვინც ომი მოგვახვია თავს... რა კატასტროფაა, როცა შენი ნამოწაფარი გეფეთება პირისპირ შენი ნასროლი ტყვით შუბლგახვრეტილი და ისიც წაჩოქილი, მაგრამ ბოლო ამოსუნთქვამდე მოგაყრის ავტომატის ჯერს... განა შენი გამოზრდილი მხდალი იქნებოდა?! განა შენ არ შთაუნერგე ვაჟკაცური სულისკვეთება და ბრძოლის უნარი, როცა დიდ სპორტულ კარიერას შეეჭიდა?! განა შენ პირველი არ იყავი მათ შორის ვინც მას გულშემატკივრობდა?!... 1993წლის 25 ივლისი- ბოლო საბრძოლო შეტაკება ე.წ. " სამშვიოდბო ზავამდე" ( 26 ივლისს დილით მატყუარა ზავი გამოცხადდა). 19 მებრძოლიდან მხოლოდ ერთი გადარჩა ცოცხალი და ამბის მთხრობელი, ოღონდ იმანაც რამდენიმეთვიანი ტყვეობის შემდეგ შეძლო მოეთხრო თანამებრძოლების გმირული აღსასრულის შესახებ. (ამ 18 ვაჟკაციდან მხოლოდ ორის სახელი და გვარია ჩემთვის ცნობილი გია გვილავა და მურთაზ გაბიძაშვილი, გთხოვთ მომაწოდეთ ინფორმაცია დანარჩენი მეომრების შესახებ.პატივისცემით ავტორი). ასმეთაურს მურთაზ გაბიძაშვილს თავში მოხვდა სნაიპერის მიერ ნასროლი ტყვია და წაიჩოქა, მაგრამ წაჩოქილსაც არ დაუგდია იარაღი და პირისპირ მომხვდურს დააცალა მთელი ჯერი. მის პირისპირ აღმოჩნდა მისი ყოფილი ტრენერი... აფხაზმა მებრძოლებმა (სხვებისგან განსხვავებით) პატივით დაკრძალეს მათივე ტყვიით განგმირული ქართველი ფალავანი... რა თქმა უნდა მალულად მოხდა ეს, იმ სიძულვილის და ღვარძლის მთესველებს,რომ არ გაეგოთ... 14 დღის შემდეგ ისევ მათ მიაწოდეს ოჯახს ინფორმაცია საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ... ტყეში იყო დაკრძალული... ჩუმად შეიყვანეს მურთაზის ძმა მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ძმამ, მარტოკამ ზურგით ათრია ძმის ცხედარი,სანამ სამშვიდობოს არ გამოაღწია... იმ დღეს გაქრა ღიმილი და ყოველგვარი სიხარული გაბიძაშვილების ოჯახში, მაგრამ მაინც დიდი ბედნიერება იყო, ის რომ მურთაზის საფლავი ეგულებოდათ. სამწუხაროდ ყველამ ვიცით რაც მოხდა და ისევ დაკარგა ოჯახმა მურთაზის საფლავთან მისასვლელი გზა... ორი წლის წინ დევნილ ოჯახს ცეცხლი მოეკიდა და სახლი დაიფერფლა... ფერფლად იქცა მურთაზის ფოტოები და ქვეყნის მთავარსარდლისგან მინიჭებული ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენიც... ოჯახს ეს გაზეთებიდან ამოჭრილი ფოტოებიღა შემორჩა... გეძებ მოყვასო ჩემო, აფხაზო... გაფასებ გმირობისთვის... გაფასებ იმ რისკის გამო, რაც შენ მაშინ გასწიე... ყველამ ვიცით, ეს ამბავი რომ გამჟღავნებულიყო რაც მოგივიდოდა, მაგრამ შენმა ვაკაცობამ დაჩრდილა ყოველგვარი ბოროტება... - გეძებ მოყვასო ჩემო, აფხაზო... - გაფასებ ამ სიყვარულისთვის!!!
04 იან
მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე უწმინდესო!!!
გილოცავთ უწმინდესო და უნეტარესო დაბადების დღეს. გისურვებთ თქვენ და სრულიად საქართველოს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში წირვა-ლოცვის აღსრულებას. მრავალჟამიერ თქვენი სიცოცლე უწმინდესო!!! ძველი საეპარქიო კათედრები -მოქვი,ბედია,დრანდა,ბიჭვინთისსაკათალიკოსო საყდარი XVII-XVIII ს-თვის ადიღე-ჩერქეზული ტომების შემოსევების შემდეგ გაუქმდა და ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, დაცლილი საეპისკოპოსოები მღვდლის ამარა დარჩა. დრანდის ბოლო ეპისკოპოსი გაბრიელი XVII ს-ში, მთიელთა შემოსევების გამო იძულებული გახდა მიეტოვებინა კათედრა და იერუსალიმში წასულიყო. აფხაზეთის საეპისკოპოსო კათედრების მწყემსმთავრებმა თავისამეგრელოსადაიმერეთსშეაფარეს. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ტერიტორიაზე ადრიდანვე მრავალი სიწმინდე და საეკლესიო რელიკვია იყო დავანებული. მათგან აღსანიშნავია წმინდაიოანე ნათლისმცემლისთავის ქალის ნაწილი, წმიდაიოანე ოქროპირისსარკოფაგი და სხვ. დასავლეთ საქართველოში,აფხაზეთისსაკათალიკოსოში გარკვეულ დროს ეპარქიათა რიცხვი თექვსმეტამდე აღწევდა: ბიჭვინთის საკათოლიკოსო ეპარქია,დრანდის,მოქვის,ბედიის,ჭყონდიდის,ცაიშის,ხობის,წალენჯიხის,ცაგერის,ნიკორწმინდის, ქუთაისის,გელათის,ხონის,ჯუმათის,შემოქმედისდახინოწმინდისეპარქიები. დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გაუქმების დროს, 1814 წელს საკათალიკოსოში მოქმედებდა შემდეგი ეპარქიები: 1.ქუთაისის; 2. გელათის; 3. ხონის; 4.ნიკორწმინდის; 5. ცაგერის; 6. ჭყონდიდის; 7. ცაიშის; 8. ჯუმათ-შემოქმედის; მმართველ მღვდელმთავართა რიცხვს ემატებოდა ხინოწმინდის ტიტულარული მღვდელმთავარიდავით წერეთელი. 1810-იანი წლებში რუსეთის იმპერიამ ქართველ მებრძოლებთან ერთად აფხაზეთის ტერიტორიიდან განდევნა ოსმალთა საოკუპაციო ჯარები და დაიწყო განადგურებული საეკლესიო ცხოვრების აღდგენა. XIX ს. 50-იან წლებში დაარსდა აფხაზეთის ეპარქია, რომელსაც1885წლამდე განაგებდნენქართველიმღვდელმთავრები. 1885წლიდანსოხუმის ეპარქიისსახელით აღმდგარ აფხაზეთის ეპარქიას ანტიქართული ორიენტაციისრუსიეპისკოპოსები მართავდნენ.რუსეთისხელისუფლების რეაქციული გეგმა აფხაზეთში ეროვნული დაპირისპირებისა და მტრობის გაღრმავებას ითვალისწინებდა. XX ს-ის დასაწყისში, როდესაც რეალურად დადგასაქართველოსეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი,რუსეთისუწმიდესი სინოდისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1914 წელს სოხუმის ეპარქიის საქართველოს საეგზარქოსოდან ჩამოშორება და მისი რუსეთის ეკლესიის ჩვეულებრივ ეპარქიად გადაქცევა მოინდომეს. აფხაზმა პატრიოტებმა და სამღვდელოებამ შესაშური გონიერება გამოიჩინეს.თბილისშიმეფისნაცვალთან ჩამოსულმა სპეციალურმა დეპუტაციამპეტიციაწარმოადგინა, რომელშიც კატეგორიულად მოითხოვდნენ ამ მზაკვრული გეგმის აღკვეთას. პეტიციის ტექსტის ავტორი იყო ცნობილიაფხაზისაზოგადო მოღვაწეგიორგი შერვაშიძე. ცხუმ-აფხაზეთის მღვდელთმთავართა სია 1917წლის სექტემბერში ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ მოწვეულ საქართველოს პირველ საეკლესიო კრებაზე სოხუმის ეპარქიას ეწოდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია. რუსეთის ეკლესიის სინოდი ცდილობდა უგულებელეყო საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია და სოხუმის ოლქში დაეტოვებინა რუსი ეპისკოპოსი სერგი, რომელსაც დაემორჩილებოდა რუსული და ბერძნული სამღვდელოება. 1919წლის 28 ოქტომბრიდან ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია) ცხუმელ-ბედიელად იქნა გადაყვანილი. 1921წლის 15 ოქტომბერს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად ხელდასხმული იქნაიოანე მარგიშვილი. 1926წ. ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი გახდა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მიტრ.ქრისტეფორე(ციცქიშვილი). 1927წ. ოქტომბერში ეპარქიის მმართველად დაინიშნაეფრემსიდამონიძე, რომელიც მალევე შესცვალამელქისედეკ ფხალაძემ. 17 ოქტომბერი,1927-24 მარტი,1928—ეპისკოპოსი მელქისედეკ ფხალაძე 1928წელს ეპარქიას მართავდა ეპისკოპოსიპავლე ჯაფარიძე; 1929-1934წლებში - მიტროპოლიტივარლამ მახარაძე; 2 იანვარი,1935-1938—მიტროპოლიტი მელქისედეკ ფხალაძე 1952-1956წ.წ. — მიტროპოლიტიანტონი გიგინეიშვილი; 1957-1964წ.წ. - ეპისკოპოსილეონიდე ჟვანია; 1965-1967წ.წ. - ეპისკოპოსირომანოზ პეტრიაშვილი; 1967-1977წ.წ. - მიტროპოლიტიილია შიოლაშვილი; 1978-1981წ.წ. - მთავარეპისკოპოსინიკოლოზ მახარაძე; 1981-1992წ.წ. - მიტროპოლიტიდავით ჭკადუა; 1992-2010წ.წ.- მიტროპოლიტიდანიელ დათუაშვილი. 2010 წლიდან-უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II.
31 დეკ
გილოცავთ შობა-ახალწელს!!!
მინდოდა რაიმე ზე აღმატებული სიუჟეტი მიმეძღვნა ამ შესანიშნავი წყვილისთვის და მაღალფარდოვანი სიტყვებით გადამეხადა მადლობა ამ ვიდეომიმართვის გამო, გადავიკითხე გუგლის ყველა ინტერვიუ,მაგრამ Ganakhleba.Ge არ გააკეთებს სხვისი ინტერვიუების პერეფრაზირებას და საკუთარი უბრალოებით და უშუალოებით, გულწრფელად იტყვის ორიოდე სიტყვას, ამ ბუმბერაზი ადამიანების მოსაფერებლად. დავიწყებ იმით,რომ როგორც კი გამოვჩნდით ჯგუფში კოჩარა-აქ ჩემი სახლია, ყველა დიდი თუ პატარა ერთხმად ასახელებდა საამაყო კოჩარელი ფიზიკოსისფრიდონ შუბითიძეს ოჯახს! შემდეგ შევქმენით ჯგუფი სოხუმი-აქ ჩემი სახლია და ყველა ერთხმად ასახელებდასაამაყო სოხუმელი მეცნიერის ირმა შამათავა-შუბითიძეს ოჯახს. დღეს ბედნიერი ვართ ამ საამაყო ოჯახის მხარდაჭერით. ერთს ვიტყვი ხაზგასმით, ამ ოჯახმა გაიარა საგოლგოთე გზა, მაგრამ გადარჩნენ,არ გაბოროტდნენ, პირიქით გაკეთილშობილებულიდა გასხივოსნებულისულით ხორცამდე ემსახურებიან და ეფერებიან სამშობლოს. ეს ადამიანები დაგაკლდა აფხაზეთო შენ! ეს ბრწყინვალე ოჯახი დაგაკლდა სოხუმო შენ! მათი ცოდნა და ერუდიცია გჭირდება აფხაზეთო შენ! მათი აკვანი ხომ აფხაზეთში დაირწა... კიდევ რამდნი კარგი მოყმის გამზრდელი ხარ აფხაზეთო!!! Ganakhleba.Ge -ს ადმინისტრაცია მადლობას გიხდით გაწეული დახმარებისთვის და თანადგომისთვის. გილოცავთ შობა-ახალწელს და გისურვებთ წარმატებებს, როგორც პროფესიულ საქმიანობაში და ოჯახში,ასევე ქვეყნის საკეთილდღეოდ წამოწყებულ ყველა პროექტში❤️❤️❤️ .
25 დეკ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია ll აღსაყდრების დღეს გილოცავთ
გასული საიუბილე წლის დასაწყისში ჩემმა მოძღვარმა, ბიჭვინთის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა დავით კონჯარიამ მოგვიწოდა მრევლს გვეფიქრა პატრიარქისთვის საიუბილეო საჩუქარზე... ზუსტად ერთი წელი შესრულდა იმ დღიდან, რაციდეა ჩამოვაყალიბე, იდეა რომელსაც პორტალი Ganakhleba.Geჰქვია. რომელიც ინტერნეტ არქივს წარმოადგენს, სადაც ხდება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს განახლება იმ მოცემულობით,როგორც დარჩა 1993 წელს.ეს პორტალი მოემსახურება ყველა დევნილს და ყველა სამშვიდობო პროექტს..თუმცა საჩუქრადმხოლოდ იდეა არ გამოდგებოდა. 23 იანვრიდან დავიწყე ამ იდეის განხორციელება და მადლობა უფალს,მადლობა ჩემს ხალხს, რომ დღეს ფრთაშესხმულია ეს იდეა და მეტიც, Ganakhleba.Ge -დანვულოცავთ ჩვენს პატრიარქს აღსაყდრების დღეს. მრავალჟამიერ! მრავალჟამიერ! მრავალჟამიერ თქვენი სიცოცლე! ფოტო გადაღებულია 10 მაისს 2018 წელს.ნიკო გოგოლაძე, შორენა გოროზია, დეკანოზი დავით კონჯარია და თქვენი მონა-მორჩილი სვეტლანა (ნათელა) ჩხვიმიანი სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქთან ვებ გვერდის Ganakhleba.Ge წარდგენის დღეს.
23 დეკ
პატარა ქველმოქმედი არმო ესაიანი (პორტრეტის ავტორი ლაშა მელაძე)
დედულზე უზომოდ შეყვარებული, დედისერთა, დედის ნატვრისთვალი არის არმო(არმენ) ესაიანი. დედა,ეკატერინე ხაინდრავა სამშობლოზე და თავის პატარა სოფელზე სიგიჟემდეა შეყვარებული. უყვარს და ენატრება ყველა, ეხმარება ყველას, განსაკუთრებით თავისი კუთხის შვილებს და მეზობლებს. ინტერნეტსივრცეში ჩვენი გამოჩენისთანავე გამოხატა ინტერესი და დადგა ჩვენს გვერდით. ჯერ იყო და დოკუმენტური ფილმი "დაუკარგავი იმედი" დააფინანსა სრულად, შემდეგ ვებ გვერდის Ganakhleba.Ge დამზადებისთვის ყოველთვიურად ავსებდნენდანაკლისს დედა-შვილი. ა(ა)იპ განახლება 2018 -ს ლეპტოპიგადასცა საჩუქრად. განსაკუთრებით იზრუნა შემოქმედებითი ჯგუფის საახალწლო განწყობაზე და დეკემბრის თვის გადასახადი ერთდროულად გადმორიცხა ფონდში. ჩვენც გვინდოდასიკეთეზე სიკეთით გვეპასუხა და... ა(ა)იპ განახლება2018-ის თანამშრომელმა,მხატვარმა, ლაშა მელაძემ მოგვიმზადა ასეთი სიურპრიზი. დაგვიხატა პატარა ქველმოქმედი არმო ესაიანი. მადლობა ლაშა მელაძეს ასეთი სიურპრიზისთვის და მადლობა, რომ ა(ა)იპ განახლება 2018 -სმოგვცა საშუალება მისი ნახატით მიგველოცაახალი წელი ქველმოქმედი დედა-შვილისთვის.
14 დეკ
ესეც პროექტი "აქ ჩემი სახლიას" შედეგი!
დედა–შვილის დიალოგი. -დედა აფხაზეთი, განახლება , აფხაზებმა წაგვართვეს? -კი შვილო..... - აფხაზეთი ლამაზია? - კი შვილო... - მე რომ დამესიზმრა ის აფხაზეთი ყოფილა... განახლება...ისეთი ლამაზი იყო როგორსაც შენ მიყვები და აღმიწერ დედი... - ... კი შვილო... - დედა ვინ არიან აფხაზები? - აფხაზები იგივე ქართველები არიან... ჩვენი ძმები... - დედა აფხაზები თუ ჩვენი ძმები არიან ისინი ლაპარაკობენ ქართულად? -არა შვილო... - ჩვენ რატომ არ ვიცით აფხაზური? ძმები ხომ ერთ ენაზე უნდა ლაპარაკობდნენ? - კი შვილო...ჩვენ ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ მაინც არ გვესმის ერთმანეთის...ჩვენი ძახილი მათ არ ესმით...მათი ჩვენ...მარტო ჩვენ არ ვართ ... შვილიდუმს ... -დედი უნდა შევრიგდეთ... -კი შვილო...დედას ცრემლები მოსდის... -ნუ ტირი დედი.... მე დაგაბრუნებ აფხაზეთში... განახლებაში, როცა გავიზდები, თუ მანამდე არ შევრიგდით... -როგორ შვილო? -სანამ გავიზრდებიაფხაზურს ვისწავლი......მერე ჩაგკიდებ ხელს და წაგიყვანაფხაზეთში... განახლებაში! - და ჩვენ შეგვიშვებენ შვილო? -კი დედი, მე აფხაზს აფხაზურად დაველაპარაკები...ჩვენ შევრიგდებით.....გპირდები დედიკო....მე აფხაზებს ვეტყვი,რომ... - რას ეტყვიშვილო? დუმს პატარა გიორგი... ––ნეტა რას ფიქრობს 6 წლის ბიჭი? ნეტა რას ეტყვის აფხაზებს? მას სჯერა...ის აუცილებლად შეურიგდება აფხაზებს... ერთხელ ერთ ერთი პირდაპირი ჩართვისდროს,სრულიად მოულოდნელად მივატრიალე ტელეფონიგიორგისკენ და აზრი ვკითხე, მან სხარტად და გააზრებულად დააფიქსირა თავისიაზრი : _ჯერ ჩვენ უნდაგავერთიანდეთ და შემდეგ ყველამერთად დავიბრუნოთ აფხაზეთი, დედიკოს უყვარს და ენატრება აფხაზეთი.....
09 დეკ
კოჩარის სკოლის 1968 წლის გამოშვება
კოჩარის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლის დამთავრებიდან 50 წლისთავი აღნიშნა1968 წლის გამოშვებამ. შეხვედრა შედგა ბ-ნ მურმან კვარაცხელიას ორგანიზებით. შეხვედრაზე მოწვეული ჰყავათ პედაგოგები ხუტა ვეკუა,გივი ჯომიდავა დადამრიგებელი იაშა ფანჩვიძე.(80 წელს გადაცილებული კლასისდამრიგებელი ისე ახალგაზრდულად გამოიყურება მე მათიკლასელი მეგონა) 26 ჯგუფელიდან5 გარდაცვლილია. შეიკრიბნენ ასტამურ(ვენორი) გოგუას საფლავზე.პატივი მიაგეს ყველა გარდაცვლილი თანაკლასელის ხსოვნას და შემდეგ გადაინაცვლეს რესტორანში "მეგრული ოდა". სუფრის თამადა გახლდათ ბ-ნ მურმან კვარაცხელია.(ქართული სუფრა აკადემიააო ამბობენ და მე დავრწმუნდი ამ გამონათქვამის სისწორეში). ისე ლამაზად, ისე შინაარსიანად წარმართა უფალმა თამადამ სუფრა. მოგეხსენებათ დევნილი ადამიანების შეხვედრის სიხარულს ახლავს დიდი სევდა და ტკივილი. ამ გრძნობის გადმოცემა მე არ შემიძლია,მაგრამ ყველა დევნილისთვის ნაცნობია ეს გრძნობა... ბატონმა როლანდ ჟორჟოლიანმა დიდი სიურპრიზი გაუკეთა კლასელებს, მან მოიტანა ალბომი,რომელიც სპეციალურად გამოატანინა თურმე კოჩარიდან. და ნახეთ როგორ აქვს აკინძული. სუფრა ჰგავდა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილსშერწყმულს საქართველოსისტორიასთან,როცა სადღეგრძელოს ამბობდა ერთი მთელი გულისყურით უსმენდა ყველა. ბევრი რამ ითქვა... მე ამ დიდებული ადამიანების სიტყვები მარგალიტებივით ავკრიფე და ჩავიწერე.... მოვადრო ამ ჩანაწერს ისეთივე გულისფანცქალით მოვუსმენთ, როგორი გულისფანცქალითაც ათვალიერებდნენ გუშინ ამ ალბომს! Ganakhleba.Ge 08 დეკემბერი 2018 წელი.