23 ოქტ
Ganakhleba.Ge-ს მხარდამჭერი აქცია
ვუსმენ ამ ადამინს და ვფიქრობ,როგორ ზუსტად გაიგო ვებ გვერდის შექმნის მნიშვნელობა?! როგორ ზუსტად გაითავისა საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე?! მიუხედავად იმისა, რომ არ არის აფხაზეთიდან,არც სამაჩაბლოდნ დამას არ გაუვლია "გოლგოთის გზა". ის ქართველია საქართველოდან და მას სტკივა დასახიჩრებული ქვეყანა, სტკივა და ედარდება სამშობლოს ბედი! დაბადების დღე ყველაზე სანუკვარი დღეა ადამიანის ცხოვრებაში, სრულიად კაცობრიობა აღნიშნავს ამ დღეს განსაკუთრებულად. ზეიმით, სუფრით, მეგობრების გარემოცვაში და ა.შ. ქალბატონმა მანანა კიკაბიძემ კი, ეს დღე გაატარა სამმაგი ქველმოქმედებით: I. ეწვია მოხუცთა თავშესაფარს.მოეფერა, მოესიყვარულა დათავისი დაბადების დღის ტორტით და ტკბილეულით უმასპინძლა თავშესაფარში მცხოვრებ ხანდაზმულებს. ამით მათ ერთი უფერულიდღე გაუფერადა და გაულამაზა. (ვისურვებ გადამდები ყოფილიყოს ასეთი აქციები) II. მთელს სამეგობროს გამოუცხადა,რომ მისი საჩუქრის საფასური ჩაერიცხათ ა(ა)იპ განახლება 2018 ის ანგარიშზე, რათა შეწეოდნენ პროექტს. III. თითოეული შემომწირველი, რომელიც გაიღებს სულ მცირე 1 ლარს ხდება ამ ვებ გვერდის შემქმნელი და მისი სახელი ხდება საქართველოს ისტორიის ფურცლების საკუთრება. ქალბატონმა მანანამ შანსი მისცა მეგობრებს,რომ გამხდარიყვნენ საშვილთაშილო საქმის მონაწილეები. ა(ა)იპ განახლება 2018, ვებ გვერდი Ganakhleba.Ge და პროექტი "აქ ჩემი სახლია" ულოცავს ქალბატონ მანანას დაბადების დღეს და მადლობას უხდის ასეთი მხარდაჭერისთვის!
06 ოქტ
www.Ganakhleba.Ge პრეზენტაცია
ა.წ 27 სექტემბერს ჯვართამაღების დღეს და ნიშანდობლივად სოხუმის დაცემის დღეს შედგა ვებ გვერდის Ganakhleba.Ge-ს პრეზენტაცია სამების საკათედრო ტაძარში. საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში. ვებ გვერდი Ganaxleba .Ge ფინანსურად უზრუნველყოფილია დევნილი მოსახლეობის მიერ გაღებული შემოწირულობით. ვებ გვერდი შექმნილია კომპანია CGroup-ის მიერ და წარმოადგენ ინტერნეტარქივს,მოიცავს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. მოსკოვში მცხოვრებმა ბიზნესლედიმ ეკატერინე ხაინდრავამ პროექტის მწარმოებელ კომპანიას "განახლება2018"-ს საჩუქრად გადასცა კომპიუტერი ეფექტური მუშაობისთვის. წარმოგიდგენთ პრეზენტაციის ფოტო კოლაჟს.
06 ოქტ
ჯვართამაღლება და Ganakhleba.Ge
ა.წ 27 სექტემბერს ჯვართამაღების დღეს და ნიშანდობლივად სოხუმის დაცემის დღეს შედგა ვებ გვერდის Ganakhleba.Ge-ს პრეზენტაცია სამების საკათედრო ტაძარში. საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში. პრეზენტაცია გახსნა თემქაზე მდებარე ბიჭვინთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა დავით კონჯარიამ. პროექტი მომზადდა ბიჭვინთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საქართველოს პატრიარქის საჩუქრად ინტრონიზაციიც 40 წელთან დაკავშირებით. პროექტის ავტორები არიან: ამავე ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით კონჯარია და მრევლის წევრები დედა-შვილი სვეტლანა (ნათელა) ჩხვიმიანი და გიორგი სარალიძე. ამ იდეის გასაჯაროებას წინ უსწრებდა პატრიარქთან შეხვედრა და ვებ გვერდის Ganakhleba.Ge პრეზენტაციაა.წ. 10 ივლისს. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გრძელდება ამ საშვილთაშვილო საქმეზე მუშაობა. ვებ გვერდი Ganaxleba .Ge ფინანსურად უზრუნველყოფილია დევნილი მოსახლეობის მიერ გაღებული შემოწირულობით.
03 ოქტ
ახალი თაობა "სუფთა ხელებით"
პროექტი "აქ ჩემი სახლიას" თანაავტორი და ა(ა)იპ განახლება 2018 -ის დირექტორი გიორგი სარალიძე ქ-ნ მერი აბრამიას ლექსით წარსდგა ვებ გვერდის Ganakhleba.ge პრეზენტაციაზე. თაობა,რომელსაც არასდროს უნახავს აფხაზეთი,მაგრამ ფიქრობს აფხაზეთზე და გაღმა ნაპირზე დარჩენილ ადამიანებზე... ამ თაობას აინტერესებს თავიანთი თანატოლების აზრი,უნდათ მათთან საუბარი და მსჯელობა ქვეყნის უმთავრეს პრობლემაზე... "ჩვენ სუფთა ხელებით და სუფთა გულით უნდა დავამყაროთ კომუნიკაცია ჩვენს თანატოლებთან, იქნებ ისინიც ჩვენსავით მშვიდობაზე ფიქრობენ" -აცხადებს გიორგი სარალიძე.
29 სექ
შესაძლებლობები უსაზღვროდ
ერთ დღეს მეგობარმა დამირეკა და მესმის ფრაზა. ლაშა შენ ჩვენ გვჭირდები... გავაკეთეთ პროექტი რის ფარგლებშიც ვაპირებთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებას. გონებაში დავხატე სურათი, ჩემი სოფლიდან შორს დავდივარ ტრენინგებზე, პრეზენტაციებზე, მრავალი ბარიერის და არაადაპტირებული გარემოს გადალახვის შემდეგ, როგორც რეალურად ხდება დასაქმების შანსი მინიმალურია. მაგრამ რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა. რამაც ჩემი ამ პროექტში დარჩენა განაპირობა იყო ეს ფრაზა... ლაშა დაგვაკვირდი რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, გაგვიცანი გაიგე ყველაფერი ჩვენზე და სადაც შენს საქმეს და შენს თავს დაინახავ დაგვეხმარე. ამ პროექტმა ჩემი ყოველდღიურობა შეცვალა. ცხოვრებაში ბევრი ბარიერი გვხვდება ან სწავლობ ამ ბარიერების გადალახვას და აგრძელებ გზას, ან რჩები ადგილზე სადაც, სრული უიმედობაა და გადარჩენაც შეუძლებელია. წინსვლა იოლდება მაშინ როცა, პოულობ შენს საქმეს და რაიმეს ქმნი ისეთს რასაც სიკეთე მოაქვს ყველასთვის. მე ვიპოვე ჩემი თავი ამ პროექტში, რომელიც დღეს წერს ისტორიას რომლითაც ჩვენი მომავალი თაობებიც იხელმძღვანელებენ. ყველა ჩვენთაგანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში. ყველა ქართველისთვის უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მთლიანობა და ჩვენი ოკუპირებული ტერირორიები. ქვეყნის სიძლიერე მისი გამთლიანების გარეშე რთული წარმოსადგენია. დღეს ბევრი რამე ხელმიუწვდომელია შშმ პირებისთვის საქართველოში. თუნდაც ელემენტარული ხარისხიანი განათლება და სამედიცინო სერვისები რაც, ძალიან დიდ ფინანსებს მოითხოვს. ამიტომ ყველამ უნდა ვიზრუნოთ რომ ჩვენი სამშობლო გაერთიანდეს და გაძლიერდეს. როცა ჩემს ცხოვრებაში რთული მომენტი დადგა ერთმა ჩემთვის საამაყო ადამიანმა მითხრა, კმარა ტირილი გააცნობიერე რეალობა მაგრამ ნუ შეეგუები იბრძოლე უკეთესი მომავლისთვის. როგორც პატარა ბავშვს ბევრი რამის სწავლა თავიდან მოგიწევს. იმისთვის რომ პრობლემას ვებრძოლოთ სრული ანალიზი და სრული დიაგნოზია საჭირო რომ, სწორი მეთოდით უმკურნალო. ამიტომაა ეს პროექტი უანალოგო და საჭირო რომ, მთელი ინფორმაცია და ასე ვთქვათ მთელი მეხსიერება გადააქვს ერთ სივრცეში რაც ყველას დაგვეხმარება სრულ ანალიზში. ჩვენ არ უნდა შევეგუოთ დღევანდელ რეალობას. ყველა ჩვენთაგანმა უნდა შევცვალოთ რაღაც. მართლაც მნიშვნელოვანია მოძველებული მეთოდების განახლება. შეუძლებელი არაფერია. ბევრი იმპერია ვიცით რომელიც მხოლოდ ისტორიის ფურცლებს შემორჩა რომელიც, გვებრძოდა მაგრამ საქართველო გადარჩა. უარესი დღეებიც ახსოვს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ აფხაზეთს და აფხაზებს. მე ვარ ლაშა მელაძე და ვამაყობ რომ ამ გუნდის წევრი ვარ რადგან ამ პროექტში შესაძლებლობები ყველასთვის შეუზღუდავია.
27 სექ
www.Ganakhleba.Ge
ვებ გვერდი www.Ganakhleba.Ge გილოცავთ ჯვართამაღლებას.დაე დღევანდელი დღე გახდეს განახლებული ურთიერთობების საწყისი.მადლობა ჩვენს პატრიარქს,მადლობა პროექტის ხელმძღვანელს დეკანოზ დავით კონჯარიას,მადლობა "განახლება 2018" ის ხელმძღვანელს გიორგი სარალიძეს.მადლობა განახლება 2018 -ის თითოეულ შემომწირველს, თქვენი ძალისხმევით შეიქმნა ამხელა პლატფორმა.მადლობა ვებ გვედის შემქნელ კომპანიას CGroup-ს,განსაკუთრებით კომპანიის დირექტორს ნიკო გოგოლაძეს.მადლობა ამ პროექტის ფარგლებში შექმნილი ფეისბუქჯგუფების ადმინისტრატორებს,მადლობა შორენა გოროზიას ჯგუფი განახლების ადმინისტრატორს,მადლობაეკატერინე ხაინდრავას ჯგუფი შუასოფელის ფუძემდებელს,მადლობა ლაშა მელაძეს,ვაჟა ქაჩლიშვილს და ყველა ჩვენს მეგობარ შშმ პირს,მადლობა ადმინთა საბჭოს წევრებს,მადლობა ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მრევლს,მადლობა ლელა ვეშაგურს,ეთერ გულვერდაშვილს,ბ-ნ მურმან კვარაცხელიას,ქ-ნ ციური კვარაცხლიას,ბ-ნ ნუგზარ ვეკუას,ჩემს ყვეა მასწავლებელს,ბ-ნ ხუტა ვეკუასდა ყველას,ყველას,ყველას ვინც კი ერთი ციცქნა დახმარება გაგვიწია ამ იდეის განხორციელების გზაზე.განსაკუთრებული მადლობა ირინა ჭოხონელიძეს ჩვენი ასე გალამაზებისთვის.
21 სექ
27 სექტემბერი
2018 წლის 27 სექტემბერს 14:00 სთ -ზე საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება პროექტის "აქ ჩემი სახლია" და ვებ გვერდის www Ganakhleba.ge წარდგენა. პროექტი „აქ ჩემი სახლია“ მიმდინარეობს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპისის,ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II ლოცვა-კურთხევით . პროექტის ავტორები არიან ბიჭვინთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით კონჯარია და მრევლი სვეტლანა(ნათელა) ჩხვიმიანი და გიორგი სარალიძე. ვებ გვერდი დამზადებულია შპს CGrooup-ში, ა(ა)იპ განახლება 2018 ის დაკვეთით. დაფინანსებულია ხალხის მიერ. პროექტი „აქ ჩემი სახლია“ და ვებ გვერდი Ganakhleba.Ge წარმოადგენს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებული პირთა ინტერნეტ არქივს. აქ ხდება იურიდიული მისამართების განთავსება და დამოწმება.გათვლილია მომავალი თაობისთვის.მიზანია შერიგება სახალხო დიპლომატიის გზით. პროექტის ფარგლებში შეიქმნა დოკუმენტური ფილმი „დაუკარგავი იმედი“,ასევე სიმღერა „აფხაზეთო". პროექტში გაერთიანებულია 8949 ადამიანი. განხორციელდა სამი შეხვდერა: 1) სოფ.განახლების მკვიდრთა შეხვედრა 600 კაცი. 2) მასწავლებლები- მშვიდობისთვის. 3) ექიმები მშვიდობისთვის. ამ პროექტში ჩართული არიან შშმ პირები. 27 სექტემბერს (სოხუმის დაცემის დღეს) ძალიან ნიშანდობლივია ვებ გვერდის Ganakhleba.Ge პრეზენტაცია. გ ა ნ ა ხ ლ ე ბ ა და აღორძინება ჩვენს ქვეყანას ამავე დღის ჯვართამაღლების მადლით. შეხვედრას გახსნის ბიჭვინთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით კონჯარია . სიტყვით გამოვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავჯდომარე ბ-ნი მურმან კვარაცხელია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი ქ-ნი ციური კვარაცხელია. ავღანეთიდან ჩაერთვება ჯგუფების მერხეული-აქ ჩემი სახლია და ლათა-აქ ჩემი სახლიას ადმინისტრატორი რაულ წულუკიძე. ასევე ჩაერთვება ამ პროექტში დასაქმებული შშმ პირი ლაშა მელაძე
11 სექ
ექიმების მხარდაჭერა
საზოგადოება "განახლება 2018" -ს ორგანიზებით და განახლების ამბულატორიის ხელმძღვანელის ბ-ნ ნუგზარ ვეკუას თაოსნობით, ჩატარდა განახლებელი ექიმების და მედპერსონალის შეკრება. შეხვედრის ადგილი - სამების საკათედრო ტაძარი. თემა: ექიმები- მშვიდობისთვის განიხილეს პროექტი "აქ ჩემი სახლია" და ვებ გვერდი http://www.ganakhleba.ge. სიტყვით გამოვიდა ქ-ნ ელეონორა რაფავა, ექიმი - პედიატრი. ქალბატონი ელეონორა რაფავა პარმენის ასული. 1965 წელს დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი. მეუღლესთან ერთად 5 წელი მივლინებით მუშაობდა ცხინვალში. 1982 წელს მიენიჭა საუკეთესო პედიატრის ტიტული.