"მასწავლებელი - დედა ენაზე, მშობელ ენაზე შეყვარებული"...
ყოველთვის, როცა ვზივარ და ვფიქრობ განვლილ ცხოვრებაზე, ფიქრს ბავშვობის ხანაში მივყავარ. ბავშვობა კი ავტომატურად სკოლასთან ასოცირდება. ამოტივტივდება მოგონებები ყველაზე და ყველაფერზე; თანაკლასელებზე, მასწავლებლებზე და თითქოს გონება დამსახურების მიხედვითმიუჩენს ადგილს მეგობარსაც და პედაგოგსაც.და ჩვენს შემთხვევაში, ვინ, თუ არა ქალბატონი. ინეზა - იკავებს ერთადერთ და შეუცვლელ ადგილს! მახსენდება სიტყვები აბრაამ ლინკოლნის წერილიდან, რომელიც მან შვილის მასწავლებელს მისწერა, როცა სკოლაში მიიყვანა: "ჩემი შვილისთვის ეს იქნება თავგადასავალი, რომელიც მას სამყაროში ამოგზაურებს, ყოველი თავგადასავალი ომს, ტრაგედიას და ტკივილს გულისხმობს. ამის გადასალახავად და ცხოვრების გზის გასავლელად კი მნიშვნელოვანია რწმენა, სიყვარული და მხნეობა ჩვენი ურთიერთობა კი მართლაც ყველაფერს მოიცავდა. სწავლის პერიოდის ყოველი ეტაპი სითბოთი და სიყვარულით, ჩვენზე - ბავშვებზე ზრუნვით, მფარველობით იყო გაჟღენთილი. ვინ იცის, რამხელა ამაგი ჩადო ამ ღვთისნიერმა ადამიანმა ჩვენს კარგ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში.
ქალბატონო ინეზა,ჩვენი მადლიერება უსაზღვროა გაწეული შრომისათვის,თქვენ ჩვენთვის ხართ არამარტო ჩვეულებრივი მასწავლებელი და დამრიგებელი,არამედ ძალიან ახლო მეგობარი და რაც მთავარია თქვენი კლასისთვის თქვენ ხართ კარგი აღმზრდელის,კეთილი და პატიოსანი ადამიანის ეტალონი! ეს მუდამ ასე იქნება!
ეკატერინე კვიციანი