ახალი ათონის სამონასტრო კომპლექსი

კომპლექსში შემავალი ნაგებობები: ტაძარი,  სამონასტრო შენობები.
 1875 წელს თანამედროვე ახალი ათონის ტერიტორიაზე, ივერიის მთაზე, ქალკედონის ნახევარკუნძულის ათონის მთიდან (საბერძნეთიდან) მოსულმა ბერებმა წმ. პანტელეიმონის ტაძარი დააარსეს. შემდგომში, 1883-1896 წლებშიც, ახალ ათონში გრძელდებოდა სამონასტრო ნაგებობებისა და ეკლესიის მშენებლობა.
სამონასტრო კომპლექსის დასავლეთ კორპუსის ცენტრში 50 მეტრიანი სამრეკლოა. სამრეკლოს ქვემოთ განლაგებულია მონასტრის სატრაპეზო, რომლის კედლები მოხატულია. სამონასტრო კომპლექსის ცენტრში აღმართულია წმ. პანტელეიმონის, ხუთი გუმბათით დაგვირგვინებული ტაძარი, რომელიც ე. წ. ახალბიზანტიური სტილითაა ნაგები და ისევე როგორც სატრაპეზო, შიგნიდან მთლიანად მოხატულია.

ინფორმაცია ობიექტზე
რეგიონი: გუდაუთა
ახალი ათონი
ქუჩა: ახალი ათონი
ობიექტი: ეკლესია