"ამ ქალაქში (კომანში) იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესია აშენდა, იგი წარმოადგენს დარბაზული ტიპის ქვის ნაგებობას, რომელსაც რამდენიმე რესტავრაციის კვალი ეტყობა, მაგრამ მისი თავდაპირველი მშენებლობა თარიღდება XI საუკუნით.
XIX საუკუნეში ტაძარი აღადგინეს და იგი ფუნქციონირებდა, როგორც ქალთა მონასტერი. მონასტრის ახლოს აშენებულიქნა 3 სართულიანი სამონაზვნო სახლი, სადაც 300-ამდე მონაზონი ცხოვრობდა. საბჭოთა ხელისუფლების წლებში კომანის ტაძარის მოღვაწეობა მოიშალა, მონაზონთა სახლი კი მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლად გადააქციეს."