ჯავა

02 Apr, 2019

ჯავის მუნიციპალიტეტი – ადმინისტრაციული რაიონი შიდა ქართლის მხარეში1917 წლამდე შედიოდა ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში1922 წლიდან სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდეგ ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის კონტროლქვეშაა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია კავკასიონის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს მდინარეების დიდი ლიახვის,ყვირილის და ჯეჯორის ხეობებში. რაიონის ტერიტორია შეადგენს 1448 კვ. კმ-ს, სადაც კონფლიქტამდე დაახლოებით 10 ათასი კაცი ცხოვრობდა. აქ 1 დაბაა (ჯავა), 8 საკრებულო და 104 სოფელი. რაიონის ტერიტორიაზე გადის ტრანსკავკასიური მაგისტრალი, რომელიც სამხრეთ კავკასიას როკის გვირაბით ჩრდილოეთთან აკავშირებს.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 27 აპრილის დადგენილებით ჯავის რაიონიდან სინაგურის, კიროვისა და ჩასავლის სასოფლო საბჭოების გამოეყო. სინაგური სასოფლო საბჭო გადაეცა საჩხერის რაიონს, ხოლო კიროვისა და ჩასავლის საბჭოები – ონის რაიონს.

ჯავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ხუროთმოძღვრების ძეგლები: კვაისა-ჯვრის ეკლესიის ნანგრევები (ადრინდელი ქრისტიანული ხანა), ეკლესიის ნანგრევები სარიტათაში, სოხთაში, ნადარბაზევში და სხვა. 

წყარო: მსოფლიოში დაკარგულები

ობიექტები არ მოიძებნა