ცოტა რამ ოსეთის შესახებ

შიდა ქართლის მხარე "მუნიციპალიტეტები"

ცხინვალი — რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი საქართველოში, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა და ყოფილი ცხინვალის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 1934-1961 წლებში ქალაქს „სტალინირი“ ერქვა. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზედიდი ლიახვის ხეობაში, ზღვის დონიდან 870 მ სიმაღლეზე. მოსახლეობა 42 ათასი (1989 წ.). სახელი წარმოსდგება მცენარე რცხილადან, ძველი ქართულით ქრცხილა, აქედან ქრცხინვალი.

დღევანდელი ცხინვალის ტერიტორია პირველად ბრინჯაოს ხანაში დასახლდა. არქეოლოგიური გათხრებით აღმოჩენილი ნამოსახლარები და საყოფაცხოვრებო ნივთები უნიკალურია იმ მოსაზრებით, რომ მათში აშკარაა გავლენა როგორც იბერიული ისე კოლხური კულტურების, შესაძლო სარმატული ელემენტებით.

პირველი ქრონიკები ცხინვალზე ქართულ წყაროებში თარიღდება 1398 წელს, როგორც სოფელი ქართლში, თუმცა უფრო გვიანდელი წყარო მოიხსენიებს III საუკუნის იბერიის მეფე ასფაგურის მიერ ამ ადგილას ციხე-სიმაგრის დაარსებას. XVIII საუკუნის დასაწყისისთვის ცხინვალი იყო მცირე სამეფო დაქვემდებარების ქალაქი, რომელიც ძირითადად სამონასტრო ბერებით იყო დასახლებული. ცხინვალი რუსეთის იმპერიამ შეიერთა დანარჩენ აღმოსავლეთ საქართველოსთან ერთად 1801 წელს. მდებარეობდა რა სავაჭრო გზაზე, რომელიც აკავშირებდაჩრდილოეთ კავკასიას თბილისსა და გორთან, ცხინვალი თანდათან კომერციულ ქალაქის ტიპის დასახლებად გადაიქცა შერეული ებრაული, ქართული, სომხური და ოსური მოსახლეობით.

საქართველოს რუსეთისგან დამოუკიდებლობის პერიოდში 1918-20 წლებში აქ მოხდა შეტაკებები საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და პრობოლშევიკურ ოსურ აჯანყებულ გლეხებს შორის. საბჭოთა წყობა დამყარდა 1921 წლის მარტში შემოსული წითელი არმიის მიერ, ხოლო ერთი წლის შემდეგ, ცხინვალი ახლად ჩამოყალიბებულისამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დედაქალაქი გახდა საქართველოს სსრ-ის ფარგლებში. შემდგომში საბჭოთა „კორენიზაციის“ პოლიტიკისა და ინტენსიური ურბანიზაციის შედეგად ქალაქი მეტწილად გარშემო მდებარე სოფლებიდან მიგრირებული ოსი ეროვნების მოსახლეობით დასახლდა.

საბჭოთა პერიოდში ქალაქი ძირითადად ინდუსტრიული ცენტრი იყო ხე-ტყის გადამმუშავებელი ქარხნებითა და საფეიქრო ფაბრიკებით. გაჩნდა ასევე რამდენიმე კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც, მათ შორის სახელი გაითქვა პედაგოგიურმა ინსტიტუტმა (ამჟამად ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და დრამატულმა თეატრმა.

ქართულ-ოსური კონფლიქტის გამწვავების პერიოდში ცხინვალი ეთნიკური დაძაბულობისა და შეიარაღებული კონფრონტაციის მოწმე გახდა. 1992 წელს სოჭში დადებული შეთანხმებით ცხინვალი ოსი სეპარატისტების ხელში დარჩა, რამაც ქართული მოსახლეობა იძულებული გახადა ქალაქი დაეტოვებინა.

ამჟამად ცხინვალი თვითგამოცხადებული „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დედაქალაქის ფუნქციას ატარებს. ქალაქი შედარებით მშვიდობიანია, თუმცა შესამჩნევად გაღატაკდა ორ კონფლიქტურ მხარეს შორის პილიტიკური შეთანხმების არარსებობის გამო.

2008 წლის 8 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით ქალაქში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და რუსული არტილერიის უმოწყალო დაბომბვის შედეგად ქალაქი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ქალაქში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - კავთის წმ. გიორგის ეკლესია, რომლის უძველესი სამშენებლო ფენა მიეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. აქ არის აგრეთვე ციხე-გალავანი (1718 წ.), ღვთისმშობლის მიძინების, კვირაცხოვლის და ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესიები. ცხინვალში არის ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის რეზიდენცია.

 

გორის მუნიციპალიტეტი – ადმინისტრაციული რაიონი შიდა ქართლის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917წლამდე ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1917–30 წლებში — გორის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შემდეგ გორის რაიონს მიეკუთვნა ყოფილი ცხინვალის რაიონის ტერიტორია. რაიონული ცენტრია ქალაქი გორი.

მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. ტერიტორია — 2320 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 640 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები მტკვარილიახვიტანათეძამი. ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტებია გორიჯვარი და ბოშური.

რაიონის წარმომადგენლობითი ორგანოა რაიონის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო — გამგეობა. რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:

შიდა ქართლი
ობიექტები არ მოიძებნა