კოჩარა

03 Apr, 2019

კოჩარა -  სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. სოფელი გაშენებული იყო მდინარე  ცხენისწყლის ორივე ნაპირზე. 

  ზღვის დონიდან 200 მ, ოჩამჩირიდან 25 კმ. 

კოჩარა ეკონომიურად ძლიერი სოფელი იყო, სადაც 1200-ზე მეტი ოჯახი და 5 700-მდე ადამიანი ცხოვრობდა.

სოფელში  ფუნქციონირებდა  ხუთი დაწყებითი, ერთი რვაწლიანი და ერთი საშუალო სკოლა. მოსწავლეთა საერთო რაოდენობა 800-ს აღემატებოდა. პედაგოგიური კოლექტივი 75-ზე მეტ მასწავლებელს ითვლიდა. 

კოჩარის მუსიკალურ სკოლაში 120-ზე მეტი ბავშვი სწავლობდა. მოსახლეობას ემსახურებოდა  26-საწოლიანი საავადმყოფო და ამბულატორია.

ფუნქციონირებდა ხუთი საბავშვო ბაღი და ერთი ბაგა-ბაღი.

კოჩარას ამშვენებდა 450 ადგილიანი კულტურის სახლი. კულტურის სახლთან არსებული სიმღერისა და ცეკვის გუნდი, ასევე  საესტრადო ანსამბლი „ნანინა“ ბრწყინვალედ გამოდიოდნენ სხვადასხვა  კონკურსებზე და ოლიმპიადებზე.

კოჩარას ჰყავდა ძლიერი საფეხბურთო  გუნდი, სწორედ ამ გუნდში დაიწყო თავისი სპორტული კარიერა კოჩარის საამაყო მკვიდრმა  და საქვეყნოდ ცნობილმა ფეხბურთელმა  მურთაზ შელიამ.

კოჩარაში იყო  საქართველოს ერთ-ერთი  მოწინავე  ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკა.

ღონიერად ცხოვრობდა სოფელი, ამჟამად კი  ეკალბარდებითაა დაფარული და იქ ნადირ-ფრინველნი ბინადრობენ. 

 1992  წლის 29 ნოემბრის საღამოს 6 საათზე  ცეცხლის  ალში გაეხვა ეს ულამაზესი სოფელი.

ობიექტები
  • კოჩარის საშუალო სკოლა
  • ვეკუა ასტამური (კუჭია)
  • ვეკუა ხუტა
  • ლაკირბაია ვენგული
  • ბერიანიძე ვასილი
  • კულტურის სახლი სოფელი კოჩარა
  • ჩაის ფაბრიკა
  • გულუა როინ
  • გულუა ჯემალი
  • ქარდავა გივი
  • ახალაია გიორგი (ჟორა)
  • პაპავა პროკოფი
  • პაპავა ამირან
  • პაპავა შოთა
  • პაპავა თემური
  • პაპავა რეზო