ნაჰარი სოფელი აფხაზეთში,გულრიფშის რაიონში. მდებარეობს კოდორის ხეობაში მიეკუთვნება სოფელი აჟარას თემს.
ზღვის დონიდან 1000 მეტრი. გულრიფშიდან 78 კილომეტრი.
გამოირჩევა ულამაზესი ხედებით და გემრიელი წყაროს წყაროებით.
მოსახლეობის რაოდენობა 12 კომლი. 10 ოჯახი გერლიანები, 1 კომლი პაკელიანი და ერთიც გულბანი.
ფუნქციონირებდა დაწყებითი სწავლების სკოლა მე-4 კლასის ჩათვლით, რომმელიც ექვემდებარებოდა ჩხალთის საშუალო სკოლას.
სკოლის მასწავლებელი იყო თამარა წიფიანი...
მოსახლეობა ეწეოდა მესაქონლეობას და მეფუტკრეობას.
ამ პატარა სოფლიდან არიან: პირველი მსოფლიო ომის გმირი ალექსანდრე გერლიანი, რომელიც დაჯილდოვებული იყო წმ. გიორგის სახელობის საიმპერატორო ოქროს ჯვრით.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები - ბექა და ვასილ გერლიანები.
აფხაზეთის ომში მონაწილეობდა თითქმის მთელი სოფელი, ამათგან ორი გარდაიცვალა საომარი მოქმედებების დროს: ბორია გერლიანი და შმაგი პაკელიანი. ამავე სოფელშია დაკრძალული ამირან კალანდარიშვილი.
ინფორმაცია მოგვაწოდა ალექსანდრე გერლიანმა