ჩხალთა

03 Apr, 2019

სოფელი ჩხალთა მდებარეობს გულრიფშის რაიონში. დალის ხეობაში.

სოფელში ფუნქციონირებდა რვაწლედი სკოლა,შემდეგ 90-იან წლებში გადაკეთდა საშუალო სკოლად, იყო სასურსათო და სამეურნეო მაღაზია, სასადილო, მედ-პუნქტი, სპორტდარბაზი.

აქ აღმოჩენილია უძველესი ციხესიმაგრის ნანგრევი,რომლის საძირკველზე დაშენებულია წმინდა გიორგის ხატის სახელობის ეკლესია. რომელიც მდებარეობს მდინარე კოდორის და მდინარე მარუხის შესართავთან.

ჩხალთის თემს ეკუთვნის სოფლები ზედა ზიმა,ქვედა ზიმა, შაბატკვარა, ბუჩუყური,ბუძუგური,აძგარა, ქვაბჩარა,რეკვა და პტიში.

ობიექტები
  • ჩხალთის საშუალო სკოლა