ოჩამჩირე

01 Apr, 2019

ოჩამჩირე

ოჩამჩირე (აფხ. Очамчыра) — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, სოხუმიდან 58 კმ., ზუგდიდიდან 51 კმ. ოჩამჩირე სარკინიგზო კვანძია, აქედან რკინიგზის განშტოება მიემართება სამრეწველო ქალაქ ტყვარჩელისაკენ.

ოჩამჩირე შავიზღვისპირეთის უძველეს ქალაქთა რიცხვს მიეკუთვნება.  იგი დასახლებულია ძვ.წ. აღ.  III ათასწლეულის მეორე ნახევრიდან. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული არტეფაქტები გაიგივებულია ფსევდოსკილაკ კარიანდელის (ძვ.წ.  IV ს) ,,პერიპლუსში“ მოხსენიებულ ქალაქ გიენოსთან. ფსევდოსკილაკ კარიანდელი გიენოსს, როგორც ელინურ ქალაქს ისე იხსენიებს. დასახლება განსაკუთრებით ვითარდება ძვ.წ. IV-V საუკუნეებში.  ანტიკურ ხანაში ( ძვ.წ. IV-Vსს) გიენოსს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა საბერძნეთის უძველეს ცენტრებთან და   საგარეო ვაჭრობას აწარმოებდა მცირე აზიის ქვეყნებთან, გამორჩეულად სინოპთან. ძვ.წ. I საუკუნეში გიენოსი დაკნინდა. მისი შემდგომი გამოცოცხლება ემთხვევა ეგრისის სამეფოს გაძლიერებას და საქალაქო ცხოვრების ახალ აღმავლობას (IV-V).

1855 წელს წარმოადგენდა ვრცელ, მაგრამ ნაწილობრივ დასახლებულ პუნქტს. ცხოვრობდნენ აფხაზები, ბერძნები, რუსები და თურქები. აქ მდებარეობდა აფხაზეთის მთავარ მიხეილ შარვაშიძის რეზიდენცია, ხოლო ოჩამჩირიდან 3 საათის სავალ მანძილზე მდებარეობდა მისი სანადირო ნაკრძალი. ოჩამჩირე ქალაქად 1926 წლიდან გამოცხადდა.1991 წელს მისი მოსახლეობა შეადგენდა 20,6 ათას სულს.

ოჩამჩირის ტერიტორიაზე შემორჩენილია ისტორიული ძეგლები, რომლებიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ:

  • მოქვის საკათედრო ტაძარი (957-967 წ.წ.), ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ნიმუში, ქართული კულტურის ძლიერი კერა. აქ მიმდინარეობდა უძველესი ხელნაწერების გადაწერა.
  • ბედიის სამონასტრო კომპლექსი  ( X ს),რომელიც  ააგო გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III-მ. ბედიის ტაძრის „სამკაულთა“ შორის უძვირფასესია ჩვენამდე მოღწეული ქართული ოქრომჭედლობის  შესანიშნავი ნიმუში - ბედიის ბარძიმი.
  • ილორის წმიდა გიორგის ეკლესია (XI ს-ის I ნახ.), დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საეკლესიო ცენტრი და სალოცავი. ეკლესიის კედლის ფასადებზე დღემდე შემორჩენილია ხუთი ქართული ლაპიდარული წარწერა. 

ოჩამჩირის  რაიონში, 1992 წლის მონაცემებით, მრავალი სამრეწველო საწარმო მოქმედებდა, მათ შორის:

მოქვის ზეთის ექსტრაქტების, ტამიშის ეთერზეთების, სკურჩის არამადნეული მასალების, საკონსერვო და კომბინირებული საკვების ქარხნები,  ასფალტისა და ბეტონის ოთხი ქარხანა; 3 მეფრინველეობის ფაბრიკა (ოჩამჩირის, ილორის, კინდღის); 7 ჩაის ფაბრიკა; თევზსაშენი, ჩაის, ციტრუსების, სატყეო მეურნეობები, კინდღის, მოქვის და ოხურეის  თერმული წყლების საბადოები, რამაც აქ მძლავრი  სასათბურე მეურნეობების  მშენებლობა განაპირობა; გარდა ამისა, ტამიშში სოხუმის ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მაიმუნთსაშენი მეურნეობა იყო განთავსებული.

ობიექტები
  • კოჩარის საშუალო სკოლა
  • ვეკუა ასტამური (კუჭია)
  • ვეკუა ხუტა
  • ლაკირბაია ვენგული
  • ბერიანიძე ვასილი
  • კულტურის სახლი სოფელი კოჩარა
  • ჩაის ფაბრიკა
  • ილორის წმ. გიორგის ხატის სახელობის ტაძარი
  • გულუა როინ
  • გულუა ჯემალი
  • ქარდავა გივი
  • ახალაია გიორგი (ჟორა)
  • პაპავა პროკოფი
  • პაპავა ამირან
  • პაპავა შოთა
  • პაპავა თემური
  • პაპავა რეზო
  • ჯაჭვლიანი ვალერი
  • გრიგოლ შაკაია
  • ოხურეის სკოლა
  • კოლმეურნეობის საბჭო
  • გიორგი (ჟორა) ყუფუნია
  • გურჩიანი ფრიდონი
  • ზაქარაია მუშნი
  • ყუფუნია რემიკო
  • შამუგია ტუტუ
  • გოგია ამირან
  • გოგია ჟივლერი
  • გელაშვილი ვახტანგი
  • ჯიქია რევაზი
  • ყუფუნია როინი
  • ყუფუნია გივი
  • ყუფუნია ალიოშა
  • წისქვილი
  • ილორგანის სასაფლაო
  • სტადიონი
  • ხელაია ძიკა
  • ხელაია რადიონი
  • შამუგია რუდიკ
  • შამუგია ზურიკო
  • ჯიქია ტარიელი
  • ილორგანის სასაფლაო
  • ხელაია ანზორი
  • შაკაია ტოღო
  • გოგოხია ვალერი
  • სკოლა
  • გოგოხია ჟორჟი
  • გოგოხია ოთარი
  • ჯიქია ნუგზარი
  • გერგედავა მირო
  • გერგედავა ლონტო
  • გერგედავა ზაური
  • გერგედავა შალია