დასახლების ძველი სახელია ოქონა. 1933 წელს სახელი ეწოდა ოსი რევოლუციონერის, საბჭოთა ხელისუფლებისათვის მებრძოლი ზნაურ აიდაროვის პატივსაცემად. 1936-1991 წლებში იყო ზნაურის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 1972 წელს მიენიჭა დაბის სტატუსი და იყო ყოფილი სადაბო საბჭოს ცენტრი (შედიოდა: ალიბარი, ახალსოფელი , ზემო ოქონა, თიღვა, ისაკყაუ, ნაბაკევი, ნედლათი, სუნისი, ქვემო ოქონა, შინდარა, ხუნდისუბანი). 1991 წელს ეწოდა ყორნისი და დაკარგა რაიონული ცენტრის სტატუსი, რადგან ზნაურის რაიონი შეუერთდა ქარელის რაიონს.[4]. 1990-იანი წლების დასაწყისიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დე-ფაქტო აკონტროლებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფით შედის ზნაურის რაიონში, არის ამავე რაიონის და სადაბო საბჭოს (12 სოფელი) ცენტრი. საქართველოს კანონმდებლობით 2006 წლიდან ზნაურის სახელწოდებით შედის თიღვის მუნიციპალიტეტის თიღვის ადმინისტრაციულ ერთეულში.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1959 | 594 | ||
1970 | 694 | ||
1979 | 763 | ||
1989 | 755 | ||
2015 [5] | 451 | 210 | 241 |