ზემო ბარღები- სოფელი გალის რაიონში. გალის რაიონი, როგორც პოლიტიკური ერთეულიჩამოყალიბდა XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე. 1705 წელს მემკვიდრეობით მიიღო მურზაყან შარვაშიძემ, რომლის ფუძისაგან მთელი მხარის სახელია მიღებული.
გალის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში უცხოვრია, რაც დასტურდება მასშიშემავალ ყველა სოფელზე. სოფელ ზემო ბარღებში ნაპოვნია ანტიკური ხანის მონეტები.
ზემო ბარღები გათქმული იყო ნაყოფიერი შავ-მიწა ნიადაგით, რის გამოც სოფელი წარსულში ჩაისმეურნეობა „გიგანტის“მიერ მოპოვებული წარმატებებით მთელ აფხაზეთში იყო განთქმული. აქ დღემდე მოჰყავთ ციტრუსი(ლიმონი, მანდარინი, ფორთოხალი, კივი, ფეიხოა), ასევე დიდადხესაყრელი ბუნებრივი პირობები ექმნება სიმინდს, ხილს, ხეხილსა და მარცვლეულ კულტურას, თხილის პლანტაციებს, რომელიც უკანასკნელ პერიოდში ფაროსანა მწერის მომრავლების გამოგანადგურდა.თუმცა აღდგენითმა სამუშაოებმა კვლავ განახლების იმედი მისცა მოსახლეობას, სოფელში ფუნქციონირებდა დიდი საავადმყოფო, აღმასრულებელი საბჭო, საშუალო სკოლა, საბავშვობაღი ,მუსიკალური სასწავლებელი, კულტურისა და ხელოვნების სახლი,მეცხოველეობის ფერმა, ჩაისგადამამუშავებელი ფაბრიკა, ფოსტა, სასადილო, რესტორანი“ჰამო“, კაფე-“გაგება“, კულტურის სახლი, ,პროდუქტისა და სურსათ-სანოვაგის მაღაზიები,მარკეტები. . საყოფაცხოვრებო მომსახურეობისობიექტი,სტადიონი, შინმოუსვლელთა ობელისკები და სხვა ობიექტები. რევოლუციონერებმაგაანადგურეს სოფლის ეკლესია, რომელიც უფროსების გადმოცემით მდებარეობდა სოფლის ცენტრში, სასაფლაოს ტერიტორიაზე. სამწუხაროდ ჩვენამდე მოღწეული არ არის ცნობები თუ რომელ საუკუნეშიაშენდა ეკლესია და ვის სახელს ატარებდა იგი.
ზემო ბარღები გამოირჩევა წყალუხვი მდინარეებით: „ასლანგირის წყურგელი“ (წყარო), სიდაწყარი, „ხვითი“, რეომლებიც კვეთენ ზემო ბარღებს, ასევე, 4 პატარა მდინარე დატოტვილ შენაკადებს ქმნის, რაცდიდად უწყობს ხელს სოფლის ნაყოფიერებას. უჩაღალი, ხუმუშქური, ყინწყარი და სამესხიოსნაკადული. უხვმდინარეთა შენაკადები ასულდგმულებს სოფელს და ტყე-ტყე ისინი გზას მიიკვლევენშავი ზღვისაკენ, რომელიც დასავლეთით აკრავს 9 კილომეტრის დაშორებით სოფელ ზემო ბარღებს. აქკარგი პირობები ექმნება ბამბუკს, ცაცხვს, წაბლს, აკაციას. როცა ეს ხეები აკვირტდებიან, ულამაზესსამოსში ხვევენ ჩვენს საყვარელ სოფელს.
ქალაქ გალის ადმინისტრაციული ცენტრიდან ზემო ბარღებს გამოყოფს შემდეგი სოფლები: მზიური, სიდა, ხუმუშქური, სოფჩაი, ქვემო ბარღები, ნაბაკევი, ოტობაია, ფიჩორი , გაგიდა.
ძმათა სისხლისმღვრელი ომის შედეგად სოფლის ნაგებობა განადგურდა,დაიხოცნენ და გაუბედურდაათასობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, ზემო ბარღებელები თვლიან, რომ ეს ომი პოლიტიკაშიდაშვებული დიდი შეცდომების შედეგია, ქართველი და აფხაზი ხალხი განუყრელი ძმები არიან დამომავალშიც ერთმანეთის გვერდი-გვერდ, თანაგრძნობითა და პატივისცემით უნდა გააგრძელონთანაცხოვრება, მოიშუშონ ნაიარევი გულები და ღმერთს ერთად დაუნთონ თაფლის სანთლები.
დღეს აქ ფუნქციონირებს: სოფლის აღმასრულებელი საბჭო , ამბულატორია, საშუალო სკოლა,საბავშვობაღი.ხალხს ემსახურება რამდენიმე მინიმარკეტი.
ზემო ბარღების ფართობი დაახლოებით შეადგენს 32 კვადრატულ კილომეტრს. სოფელი ზემობარღები გამოირჩევა შრომისმოყვარე, ლხინისა და ჭირის გამზიარებელი- გამჭრიახი ხალხით. დღეს ისაღმშენებლობით პროცესს გადის და მოზომილ ნაბიჯებს დგამს დიპლომატიურ ურთიერთობაში.
სოფლის სახელწოდების ეტიმოლოგია უკავშირდება რამდენიმე ვერსია არსებობს: 1. ბაღრია- ბეღურას(უამრავი მგალობელი ფრინველია აქ გავრცელებული, ამიტომაც დილით არაფერი შეედრება აქაურიშაშვების გალობას. 2. ლეგენდის მიხედვით სოფელი ადრე ჭაობიანი ყოფილა , გზებზე ხშირადეფლობოდა ურემი. ერთ მოსახლე ქალბატონს სახელად „ღების“ დაუძახეს, ბარი გამოეტანა. მგზავრისხმა- „ბარი- ღები“ისე ხმამაღლა მოესმა მთელ სოფელს, (ან ეტყობა, ხშირადაც უხმობდნენ“... ამიტომაცდარქმევია ეს სახელწოდება. არსებობს კიდევ რამდენიმე ვერსია...
ანჩაბაძე, ახალაია, ანთია აბლოთია, ბოკუჩავა, ,ბუთბაია, გამისონია, გერგედავა, გვაგვალია, გვასალია, გულორდავა , გოგია, სალაყაია შამუგია –ხვიტია , მუშუქია, , კაკულია, კუპრავა, ლუკავა, მარკელია, მირცხულავა, ნადარაია, პაპასკუა, პერტაია, რიგვავა,სონძია, , უბირია, , შარია, შენგელია, შონია,, ჩემინავა, მარღანია, წურწუმია,ცაცუა, ციკოლია, ცობეხია,ჯალაღონია, ძანძავა, ძაძუა, ჭაავა, ძიგირია, ეხვაია, ციკოლია- აქ ფართოდ გავრცელებული გვარებია.
გალის რაიონსა და აფხაზეთში პირველი სკოლა დაარსდა სოხუმთან ერთად სოფელ ოქუმში, საგანმანათლებლო საქმის ინიციატორი და ხელმძღვანელი გახლდათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი აფხაზეთში ივანე გეგია. ოქუმის შემდეგსაგანმანათლებლო დაწყებითი სკოლები უკვე ვითარდება ოტობაიაში, ზემო და ქვემო ბარღებში. ეს თარიღი მაღე 180-ე წლისთავს მიუახლოვდება..
გადმოცემით, ზემო ბარღებში ეკლესიის მოძღვარი- ჯოგო აფაქიძე საბჭოთა წყობილების დამყარებამდეასწავლიდა მრევლს წერა-კითხვასა და ანგარიშს. შემდეგ გახსნილა ხის შენობა, ხოლო 60-ან წლებშიაშენდა კაპიტალური შენობა, სამსართულიანი სკოლისა.სოფლის ადმინისტრაციასა და საგანმანათლებლო სფეროს უძღვებოდნენ ნიჭიერი ადამიანები: ივანე ახალაია, სპირიდონ რიგვავა, შალვა შამუგია, მირიან შამუგია, ტერენტი აქუბარდია, იროდიონ შარია, გურამ რიგვავა, ნომერ მაისურაძე, შოთა დარსანია, მზევინარ გელანტია,ომის შედეგად მოსახლეობა დევნილი და გაფანტულია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. დარჩენილი ადამიანები იბრძვან სიცოცხლისა და აღმშენებლობისათვის, მაგრამ დამხმარე ძალები მწირია. დღეს აღდგენილია სკოლისნახევარი ფართი, სადაც მოსწავლეები კვლავ ეწევიან საგანმანათლებლო საქმიანობას. ამჟამად სკოლისდირექტორია-კობა რიგვავა; სოფლის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, განმგებელი- ბატონივაჟა სალაყაია.
ტექსტი მოგვაწოდა ლორიტა შონიამ.