აფხაზეთი - ჩვენი ტკივილი. ვისთვის სატკივარი, ვისთვის მხოლოდ ტრაფარეტი. ბავშვობა წართმეული და ახალგაზრდობა ჩამწარებული ადამიანები ვართ... ჩვენ გამოსავალს ვეძებთ, გამოსავალს გაურკვეველი ლაბირინთიდან, რომელშიც რატომღაც ძალით გაგვხვიეს, ლაბირინთიდან სადაც ახლაც დგას სისხლის გუბეები. რომც ვიპოვოთ გამოსავალი, რა ვუყოთ ამ სისხლიან გუბეებს?!.. გვახსოვდეს აფხაზეთი!!! ესეც მორიგი ტრაფარეტი. გვახსოვს ბატონო და რაა მერე... რა იქნება როცა ამ ხსოვნის სათუთად მატარებელი ადამიანები აღარ დავრჩებით?...