დღეს 3 დეკემბერია შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე!
ლოგიკურად ეს დღე უნდა მივულოცო ჩემს შშმ მეგობრებს?!
რავიცი ,რავიცი...
ეს ვებ გვერდი ganakhleba.ge შექმნილია ჩემი შშმ მეგობრების: მარი მირუაშვილის,თეა ბოლქვაძეს, სოფო ნაჭყებიას და ანა ნაზღაიძეს მხარდაჭერით.
ხოლო თვითონ პროექტი "აქ ჩემი სახლია" დგას შშმ პირის ლაშა მელაძეს მხრებზე.
ეს რაც შეეხება კონკრეტულად ამ ერთ პროექტს, თორემ ეს ადამიანები თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან: თეა-ექიმი პარაოლიმპიელი სპორტსმენია მშვილდოსნობაში. სოფოც ექიმია, ანა ჟურნალისტია, ასევე შსს აკადემიის მიწვეული ლექტორი,მარი ხელოვანია ქსოვა-ქარგვა-სამკაულების დამზადება, ლაშაც ხელოვანია, მის ნახატებს თქვენ უკვე იცნობთ.
რა მივულოცო დღეს ჩემს წარმატებულ შშმ მეგობრებს?!
ვფიქრობ ყოველ დღე უფლისგან ბოძებულია, კარგი იქნება არცერთ დღეს არ ირღვეოდეს ჩვენი უფლებები და არ გვჭირდებოდეს ყოველ დღე იმ ბარიერების გადალახვა რასაც ვაწყდებით...
ვფიქრობ შესაძლებლობებს საზღვარი არ გააჩნია და....
ჩვენ ხელიხელჩაკიდებულნი გადავლახავთ ყველა დაბრკოლებას და ვიხილავთ გაერთიანებულ საქართველოს.
მიყვარხართ და მეიმედებით მეგობრებო.
პატივისცემით პროექტის "აქ ჩემი სახლია" იდეის ავტორი სვეტლანა ჩხვიმიანი.