მეტი ინფორმაცია ბავშვებს

25 დეკ 2019

პროექტი   "მასწავლებლები მშვიდობისათვის"   არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი  ქართულ-აფხაზურ-ოსურ მხარეთა   ურთიერთობების დათბობისთვის და ადამიანური ურთიერთობის აღდგენა-განახლებისთვის. 

სწორედ რომ ამ პროექტის ფარგლებში   საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სკოლებში ტარდება ღია გაკვეთილები. სადაც  მოზარდებს  ვუყვებით  ამბებს  იმ ძველი ურთიერთობებიდან,რომელიც იყო კონფლიქტამდე. 

ასევე  ვუყვებით  სიკეთის იმ გამოვლინებების შესახებ, რომელი სიკეთის ჩადენასაც ახერხებდნენ იმ ჯოჯოხეთური კონფლიქტის დროს ორივე მხარე. 

მორიგი ღია გაკვეთილი ჩატარდა რუსთავში  21-ე საჯარო სკოლის მე-2 კლასელებთან. კლასის  ხელმძღვანელი დიანა ბერიძე. 

ღია გაკვეთილზე მოწვეული იყო   შორენა გოროზია  პროექტის "აქ ჩემი სახლია" ადმინისტრატორი, პროექტის  "მასწავლებლები-მშვიდობისთვის" თანაავტორი და პროფესიით თვითონაც დაწყებითი კლასების მასწავლებელი,  დევნილი აფხაზეთიდან, რომელმაც საკუთარ მხებზე იწვნია ომის სისასტიკე... 

შორენამ და ბავშვებმა ერთად მიმოიხილეს საქართველოს  ყველა კუთხე  და ასევე  ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიები... 

მიუხედავად იმისა,რომ  მან საკუთარ თავზე განიცადა უკიდურესი დევნა და დამცირება,მაინც იპოვა თავის თავში ძალა, რომ გაიაზროს,როგორ შეიყვანეს შეცდომაში ძმები და როგორ აღამართინეს ერთმანეთზე ხელი. ჩვენ არ გვაქვს უფლება ზიზღი და შუღი დავთესოთ მომავალ თაობაში, პირიქით  სიკეთის მაგალითებით უნდა მოვახერხოთ იმ დიდი დაგროვილი ბოღმის დამსხვრევა და ადამიანური კეთილგანწყობის აღდგენა-განახლება!!! 

მასწავლებლებო  ვინც ჩაატარებთ მსგავს  ღია გაკვეთილს მოგვაწოდეთ ინფორმაცია  "მასწავლებლები - მშვიდობისთვის"  ავტორებს და ჩვენ დიდი სიხარულით მივიღებთ მონაწილეობას. 

ვებ გვერდის ადმინისტრაცია თანამშრომლობისთვის  მადლობას უხდის რუსთავის  21-ე საჯარო სკოლის მე-2 კლასის დამრიგებელს დიანა ბერიძეს, დირექციას და  პროექტის ადმინისტრატორს შორენა გოროზიას.