"ამ ხიდზე მდგომს,კიდევ უფრო განმიახლდა ნოსტალგია და სურვილი გადამელახა საზღვარი და ჩავხუტებოდი ჩემს აფხაზეთს, გალს, ოჩამჩირეს და მშობლიურ ქალაქს სოხუმს,იქ სადაც ჩემი და შენი სახლია, ჩემი და შენი ქუჩაა, ჩემი და შენი ლაღი ბავშვობაა, ვახსენებ აფხაზებს,,რომ დიდი ხნის განშორების მიუხედავად ჩვენი ფესვები მაინც ძლიერია და ჩვენი კავშირი მშობლიურ მიწასთან არ შეწყვეტილა.. "
ამბობს ნინო მირცხულავა ავტორი წიგნისა "მე სოხუმელი ვარ". რომელსაც ხალხმა უკვე უწოდა "მშვიდობის მტრედი".
ეს ხიდი ჩატეხილი არ არის,მაგრამ ამ ხიდით მე ჩემს სახლში ვერ ვბრუნდები.... ჩემი წილი პასუხისმგებლობა ჩემი ქვეყნის წინაშე პროექტი "აქ ჩემი სახლია". ჩვენ ვალდებული ვართ ურთიერთობის დათბობაზე ვიზრუნოთ, შერიგება შესაძლებელია მხოლოდ ურთიერთპატივისცემის აღდგენით და იმ ურთიერთობის განახლებით,რომელი ურთიერთობაც გვქონდა იმ ავადსახსენებელ ომამდე... "კაცთაგან შეუძლებელი უფლისგან ყოველივე შესაძლებელ არს"...
ამბობს პროექტი "აქ ჩემი სახლია" და ვებ გვერდის Ganakhleba.ge იდეის ავტორი სვეტლანა ჩხვიმიანი.
ეს ორი ქალბატონი გაერთიანდა "ჩატეხილი ხიდის" აღსადგენად.
ისინი ცდილობენ "ერთად განაახლონ ისტორია"!!!
შემოგვიერთდით ერთად აღვადგინოთ "ჩატეხილი ხიდი"!!!
შემოგვიერთდით ვინც ჩვენსავით მზად ხართ დიალოგისთვის!!!