ლელა ვეშაგური (გოგონა რომელმაც გვაჩუქა სიმღერა აფხაზეთო)

20 ივნ 2018

 

ასეთი ძალა წყალობაა უფლისა... 

ლელა ვეშაგური ნამყოფიც კი არ არის აფხაზეთში, მაგრამ იმედით  სავსე გვიმღერის ჩვენ აფხაზეთელებს. 

თანაუგრძნობს ყველა შვილგარდაცვლილ დედას (სამწუხაროდ, მან იცის, თუ რა ტკივილია შვილის გარდაცვალება) და მოგვიწოდებს გაერთიანებისკენ.  

სიმღერა ჩაწერილია ფილმისთვის  " დაუკარგავი იმედი" ,  მადლობა ჩემო ლელა ასეთი საჩუქრისთვის და თანადგომისთვის.( ფაქიურად ფილმზე მუშაობის პერიოდში სულ გვერდით მყავდი) 

ფილმის მუსიკაზე, ასევე სიმღერაზე მუშაობდა ბექა გაბუნია. უნიჭიერესი ახალგაზრდა გაგრიდან.

 არ დავკარგოთ იმედი... ლოცვა მთებს დაძრავს... აფხაზეთი მაინც ჩვენი იქნება!!!