მასწავლებლები მშვიდობისთვის

23 ივლ 2018

თემა -   "მასწავლებლები მშვიდობისთვის". ორგანიზატორი - საზოგადოება განახლება 2018  და  პროექტი "აქ ჩემი სახლია" . მასპინძელი -თბილისის 53-ე ბიბლიოთეკა.  სტუმრები - განახლების ეგ.ნინოშვილის სახელობის საშუალო სკოლის მასწავლებლები და ამავე სკოლის ნამოწაფარი მასწავლებლები.  შეხვედრაზე მოხდა ვებ.გვერდის www.Ganakhleba.Ge წარდგენა. ვისაუბრეთ  მასწავლებლის როლზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში.  დაფიქსირდა და შეჯერდა ერთი ჭეშმარიტი აზრი - ყველა ეროვნების ადამიანს ჰყავს მასწავლებელი,  ყველა მასწავლებელი ასწავლის სიკეთეს და სიყვარულს,  მასწავლებელი არ ასწავლის ბოროტებას,  ამიტომ მასწავლებლის როლი სამშვიდობო მოლაპარაკებებში უმნიშვნელოვანესია.   იხილეთ შეხვედრის ამსახველი ფოტოკოლაჟი.