სულ იქნება ჩვენს მამულში "აი ია - აი ია"

17 აგვ 2018

 "ჩვენ ყველანი ჩვენივე ბავშვობიდან მოვდივართო"- უთქვამს ეგზიუპერს. 

მართლაც სკოლაში სწავლის  პერიოდიც ხომ ბავშვობის ხანაა... ამიტომ გვახსენდება ასე ტკბილად და თბილად...მუდამ  ტრიალებს ჩვენს გულსა თუ გონებაში,. სულ გვახსოვს,სულს გვითბობს ჩვენი ცნობიერებისა და ცხოვრების ბალავარი.

ამ დუნიაზე ბედის ულმებოლობით მიმოფანტული კლასელები, რომ შევიყრებით, ახლაც ამ ზრდასრულ ასაკშიც ისეთები ვხდებით როგორც სკოლაში ვიყავით...თითქოსდა  ბავშვობაში ვბრუნდებით თუ ვმოგზაურობთ... 

ჩემი სკოლა,მერხეულის საშუალო სკოლა,ჩემს ცნობიერებასა და მახსოვრობაში სამუდამოდაა ჩაბეჭდილი. მკაფიოდ მახსოვს ჩემი პირველი შეხვედრა მასთან...დიდი, თეთრი, კოლონებიანი, ლამაზი სკოლა.მოვლილი და მოწესრიგებული... 

პირველი მასწავლებელი , პირველი გაკვეთილი,პირველი დღე სკოლაში გატარებული  და პირველი "აი ია"...