როგორ სათუთად შემოუნახავს... ნეტა განახათ, როგორ ეფერება თითოეულ ფოტოს...როგორ გეფერებათ თქვენ, ვინც ამ ფოტოებზე ხართ გამოსახული... თქვენით სუნთქავს...თქვენით ხარობს... და ტირის... რომ ფოტოზე აღბეჭდილი სახეებიდან უკვე ბევრმა დატოვა...
როგორი ამაყია თქვენით... ჭეშმარიტი მასწავლებლის,მოწოდებით მასწავლებლის სიტყვები მითხრა,როცა მოსწავლეებს იხსენებდა... არსებობს აკადემიური მოსწრებით წარჩინებული და არსებობს წარჩინებული მოსწავლეო...
პატრიარქის სიტყვები გამახსენდა;მასწავლებლების მიმართ თხოვნა, - რომ მასწავლებლებმა ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე კი არ გააკეთონ აქცენტი,არამედ აღმოაჩინონ ამ პატარა ადამიანში ჩაბუდებული ნიჭი...
ავრორა მასწავლებელს ყველა თავის ნამოწაფარში აქვს აღმოჩენილი ნიჭი და მაქსიმალურად ხელიშეუწყვია მათი ნიჭის განვითარებისთვის,როგორც დედას...
პროექტი "მასწავლებლები მშვიდობისთვის" სწორედ ასეთი დედა- მასწავლებლების, ასეთი დედა- აღმზრდელების იმედით და დახმარებთ იკვლევს გზას სისხლიან ლაბირინთებში.
ვებ გვერდი Ganakhleba.Ge არის პლატფორმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მკვიდრთათვის. გავიხსენოთ და ღირსეული პატივი მივაგოთ ჩვენს ძვირფას პედაგოგებს.
გავერთიანდეთ ამ საშვილთაშილო საქმეში!