აქ ჩემი სახლია

09 სექ 2018

დიდი ინტერესი გამოიწვია ჩინელ ტურისტებში ჩვენი პროექტის  ლოგო-სლოგანმა  "აქ ჩემი სახლია".   

საზოგადოება "განახლება 2018" -ის  ორგანიზებით 8 სექტემბერს,  საპატრიარქოს ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში გაიმართა შეხვედრა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მედიცინის მუშაკებთან.

ღონისძიების დაწყების წინ ცენტრში შემოვიდნენ ჩინელი ტურისტები და ნახეს დასაკიდად გამზადებული ბანერი.დეტალურად გამოგვკითხეს ამ ლოგოს მნიშვნელობა და ჩვენც მათი გიდის დახმარებით პატარა პრეზენტაცია ჩავატარეთ. აღფრთოვანებული დარჩნენ და წარმატებები გვისურვეს.