ექიმი - მშვიდობის ელჩია.

10 სექ 2018

 

 საზოგადოება  "განახლება 2018" -ს ორგანიზებით და განახლების ამბულატორიის ხელმძღვანელის ბ-ნ ნუგზარ ვეკუას  თაოსნობით,  ჩატარდა განახლებელი ექიმების და მედპერსონალის შეკრება.

შეხვედრის ადგილი - სამების საკათედრო ტაძარი. 

თემა: ექიმები- მშვიდობისთვის 

განიხილეს პროექტი "აქ ჩემი სახლია" და ვებ გვერდი  http://www.ganakhleba.ge. 

იყო 25 წლიანი მონატრება, ნოსტალგია, სიხარული. ასევე სევდა და ტკივილი... გაიხსენეს ყველა აწ გარდაცვლილი ექიმი თუ მედ პერსონალი... 

საზოგადოება "განახლება 2018"  მადლობას გიხდით მობრძანებისთვის  და  გიძღვნით ამ შეხვედრის ამსახველ ფოტო კოლაჟს. 

პერსონალური მადლობა ჩვენს ექიმს, პროექტის მხარდამჭერს  ბ-ნ  ნუგზარ ვეკუას.