საზოგადოება "განახლება 2018" -ს ორგანიზებით და განახლების ამბულატორიის ხელმძღვანელის ბ-ნ ნუგზარ ვეკუას თაოსნობით, ჩატარდა განახლებელი ექიმების და მედპერსონალის შეკრება.
შეხვედრის ადგილი - სამების საკათედრო ტაძარი.
თემა: ექიმები- მშვიდობისთვის
განიხილეს პროექტი "აქ ჩემი სახლია" და ვებ გვერდი http://www.ganakhleba.ge.
იყო 25 წლიანი მონატრება, ნოსტალგია, სიხარული. ასევე სევდა და ტკივილი...
ჩვენ გვყავდა სტუმრები ალტაიდან, ბატონი იგორ ტყებუჩავა მეუღლესთან ქ-ნ ზოიასთან ერთად.
ასევე ლევან ტყებუჩავა ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ქირურგი.