2018 წლის 27 სექტემბერს 14:00 სთ -ზე საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება პროექტის "აქ ჩემი სახლია" და ვებ გვერდის www Ganakhleba.ge წარდგენა.
პროექტი „აქ ჩემი სახლია“ მიმდინარეობს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპისის,ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II ლოცვა-კურთხევით .
პროექტის ავტორები არიან ბიჭვინთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით კონჯარია და მრევლი
სვეტლანა(ნათელა) ჩხვიმიანი და გიორგი სარალიძე.
ვებ გვერდი დამზადებულია შპს CGrooup-ში, ა(ა)იპ განახლება 2018 ის დაკვეთით. დაფინანსებულია ხალხის მიერ.
პროექტი „აქ ჩემი სახლია“ და ვებ გვერდი Ganakhleba.Ge წარმოადგენს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებული პირთა ინტერნეტ არქივს. აქ ხდება იურიდიული მისამართების განთავსება და დამოწმება.გათვლილია მომავალი თაობისთვის.მიზანია შერიგება სახალხო დიპლომატიის გზით.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა დოკუმენტური ფილმი „დაუკარგავი იმედი“, ასევე სიმღერა „აფხაზეთო". პროექტში გაერთიანებულია 8949 ადამიანი.
განხორციელდა სამი შეხვდერა: 1) სოფ.განახლების მკვიდრთა შეხვედრა 600 კაცი. 2) მასწავლებლები- მშვიდობისთვის. 3) ექიმები მშვიდობისთვის.
ამ პროექტში ჩართული არიან შშმ პირები.
27 სექტემბერს (სოხუმის დაცემის დღეს) ძალიან ნიშანდობლივია ვებ გვერდის Ganakhleba.Ge პრეზენტაცია. გ ა ნ ა ხ ლ ე ბ ა და აღორძინება ჩვენს ქვეყანას ამავე დღის ჯვართამაღლების მადლით.
შეხვედრას გახსნის ბიჭვინთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით კონჯარია .
სიტყვით გამოვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავჯდომარე ბ-ნი მურმან კვარაცხელია.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი ქ-ნი ციური კვარაცხელია. ავღანეთიდან ჩაერთვება ჯგუფების მერხეული-აქ ჩემი სახლია და ლათა-აქ ჩემი სახლიას ადმინისტრატორი რაულ წულუკიძე.
ასევე ჩაერთვება ამ პროექტში დასაქმებული შშმ პირი ლაშა მელაძე