ახალი თაობა "სუფთა ხელებით"

03 ოქტ 2018

 

პროექტი  "აქ ჩემი სახლიას"  თანაავტორი და ა(ა)იპ  განახლება 2018 -ის დირექტორი  გიორგი სარალიძე  ქ-ნ მერი აბრამიას ლექსით  წარსდგა  ვებ გვერდის Ganakhleba.ge პრეზენტაციაზე.

თაობა,რომელსაც არასდროს უნახავს აფხაზეთი,მაგრამ ფიქრობს აფხაზეთზე და გაღმა ნაპირზე დარჩენილ ადამიანებზე... 

ამ თაობას აინტერესებს თავიანთი თანატოლების აზრი,უნდათ მათთან საუბარი და მსჯელობა ქვეყნის უმთავრეს პრობლემაზე... 

"ჩვენ სუფთა ხელებით და სუფთა გულით უნდა დავამყაროთ კომუნიკაცია ჩვენს თანატოლებთან, იქნებ ისინიც ჩვენსავით მშვიდობაზე ფიქრობენ" -აცხადებს გიორგი სარალიძე.