ჯვართამაღლება და Ganakhleba.Ge

06 ოქტ 2018

ა.წ  27  სექტემბერს  ჯვართამაღების დღეს  და ნიშანდობლივად სოხუმის დაცემის დღეს შედგა ვებ გვერდის Ganakhleba.Ge-ს პრეზენტაცია სამების საკათედრო ტაძარში. საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში.

პრეზენტაცია გახსნა თემქაზე მდებარე ბიჭვინთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა დავით კონჯარიამ. 

პროექტი მომზადდა ბიჭვინთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საქართველოს პატრიარქის საჩუქრად  ინტრონიზაციიც 40  წელთან დაკავშირებით. 

პროექტის  ავტორები არიან: ამავე ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით კონჯარია და მრევლის წევრები დედა-შვილი სვეტლანა (ნათელა) ჩხვიმიანი და გიორგი სარალიძე. 

 

ამ იდეის გასაჯაროებას წინ უსწრებდა პატრიარქთან შეხვედრა და ვებ გვერდის Ganakhleba.Ge პრეზენტაცია  ა.წ. 10 ივლისს. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გრძელდება ამ საშვილთაშვილო საქმეზე მუშაობა.

ვებ გვერდი Ganaxleba .Ge ფინანსურად უზრუნველყოფილია დევნილი მოსახლეობის მიერ გაღებული შემოწირულობით.