ვუსმენ ამ ადამინს და ვფიქრობ,როგორ ზუსტად გაიგო ვებ გვერდის შექმნის მნიშვნელობა?!
როგორ ზუსტად გაითავისა საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე?!
მიუხედავად იმისა, რომ არ არის აფხაზეთიდან,არც სამაჩაბლოდნ და მას არ გაუვლია "გოლგოთის გზა".
ის ქართველია საქართველოდან და მას სტკივა დასახიჩრებული ქვეყანა, სტკივა და ედარდება სამშობლოს ბედი!
დაბადების დღე ყველაზე სანუკვარი დღეა ადამიანის ცხოვრებაში, სრულიად კაცობრიობა აღნიშნავს ამ დღეს განსაკუთრებულად. ზეიმით, სუფრით, მეგობრების გარემოცვაში და ა.შ.
ქალბატონმა მანანა კიკაბიძემ კი, ეს დღე გაატარა სამმაგი ქველმოქმედებით:
I. ეწვია მოხუცთა თავშესაფარს. მოეფერა, მოესიყვარულა და თავისი დაბადების დღის ტორტით და ტკბილეულით უმასპინძლა თავშესაფარში მცხოვრებ ხანდაზმულებს. ამით მათ ერთი უფერული დღე გაუფერადა და გაულამაზა. (ვისურვებ გადამდები ყოფილიყოს ასეთი აქციები)
II. მთელს სამეგობროს გამოუცხადა,რომ მისი საჩუქრის საფასური ჩაერიცხათ ა(ა)იპ განახლება 2018 ის ანგარიშზე, რათა შეწეოდნენ პროექტს.
III. თითოეული შემომწირველი, რომელიც გაიღებს სულ მცირე 1 ლარს ხდება ამ ვებ გვერდის შემქმნელი და მისი სახელი ხდება საქართველოს ისტორიის ფურცლების საკუთრება. ქალბატონმა მანანამ შანსი მისცა მეგობრებს, რომ გამხდარიყვნენ საშვილთაშილო საქმის მონაწილეები.
ა(ა)იპ განახლება 2018, ვებ გვერდი Ganakhleba.Ge და პროექტი "აქ ჩემი სახლია" ულოცავს ქალბატონ მანანას დაბადების დღეს და მადლობას უხდის ასეთი მხარდაჭერისთვის!