მხარდამხარ

16 ნოე 2018

პორტალი Ganakhleba.Ge  არის იძულებით გადაადგილებული პირებისთვის შექმნილი. ჩვენ ყველამ ერთდ უნდა შევქმნათ ინტერნეტ არქივი და გადავცეთ ჩვენს შვილებს. 

პროექტი  "აქ ჩემი სახლიას" ავტორები მზად ვართ ვისაუბროთ და ვითანამშრომლოთ ყველა ჯგუფთან, რომელიც  აერთიანებს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს.   

შეხვედრაზე მოწვეული გვყავდა რამდენიმე  ჯგუფის ადმინისტრატორი, მაგრამ გვეწვია მხოლოდ ირაკლი ტორუა ჯგუფის "დევნილები დევნილებისთვის" ადმინი. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას.  

თავისი მობრძანებით დაამტკიცა მან, რომ ჯგუფი შექმნილი აქვს კეთილი მიზნებისთვის.  

ირაკლიმ მოიწონა ჩვენს მიერ განხორციელებული იდეა, თუმცა გვქონდა ცხარე  და ჯანსაღი კამათი. სწორედ ამ კამათისთვის ვუხდი მას მადლობას, რამეთუ ჩვენ შევეჭიდეთ ისეთ ფაქიზ და სენსიტიურ თემას, რომ აქ, ტაშდაკვრით და ღიმილით ვერ გავალთ ფონს,  აქ საჭიროა ჯანსაღი პოლემიკა და ცოცხალი სამუშაო შეხვედრები. 

მადლობა ირაკლის რომ გამოთქვა ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი. 

 ურთიერთ მხარდაჭერით  მივალთ სასურველ მიზნამდე.