მადლობა ფილმის " დაუკარგავი იმედი" სპონსორს ეკატერინე ხაინდრავას!!!
დაე, გვიმრავლოს ასეთი ღირსეული, სამშობლოს და საკუთარი კუთხის სიყვარულით გაჟღენთილი ადამიანები.
ემოციებით აღსავსე იყო ფილმზე "დაუკარგავი იმედი" მუშაობის პროცესი, ოღონდ დადებითი და უარყოფითი ემოციები ენაცვლებოდა ერთმანეთს.
იყო ბევრი სითბო, სიყვარული, ცრემლი, სევდა... აბა წარმოიდგინეთ 25 წლის წინ განშორებულ მასწავლებლებთან, კლასელებთან და მეზობლებთან შეხვედრა...
მე ხომ განახლების ისტორიის გაცოცხლება დავიწყე, ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩემი თანასოფლელების წინაშე. არ იყო ადვილი, ეს ძალიან რთული აღმოჩნდა, მაგრამ მაინც გამოვიდა,
მჯობნის მჯობნი არ დაილევაო, ნათქვამია, სხვას იქნებ უკეთესად გამოუვიდეს,ამიტომ ვერ ვიტყვი ძალიან კარგი შედეგია თქო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჯერ შესადარებელი მასალა არ გვაქვს.
გამოვიდა საუკეთესო ადამიანების და მეგობრების მხარდაჭერის შედეგად...
მადლობა ბატონ ზურა ყიფშიძეს ტექსტის ჩაწერისთვის, ცალკე ისტორიად შეიძლება დაიწეროს ჩვენი შეხვედრები, თუ როგორ დავითანხმე სრულიად უცხო ადამიანმა (არარეჟისორმა, არაპროდუსერმა, არასცენარისტმა) მიეღო მონაწილეობა ამ ფილმის გახმოვანებაში.
ტექსტი ეკუთვნის სამ ადამიანს: ნატო ჯიქიას (ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი), თამრიკო ივეჩიანს ( ჩემი კლასელი და ამჟამად ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი) და მე სვეტლანა ჩხვიმიანს.
ამ კადრში ზურა ყიფშიძე კითხულობს თამრიკო ივეჩიანის ტექსტს.
ჩაწერილია ბექა გაბუნიას სტუდიაში. მადლობა ბექას,გარდა იმისა,რომ მან დაგვიწერა მუსიკა და დუეტი,ასევე მან მოიფიქრა ზურა ყიფშიძეს მოწვევა და ძალიან შეგვიწყო ხელი მოლაპარაკებებში.
კიდევ და კიდევ დიდი მადლობა ეკატერინე ხაინდრავას დაფინანსებისთვის