მე როლანდი სიდიანის ამბავი გავიგე,მხოლოდ მას შემდეგ,რაც პროექტი "აქ ჩემი სახლიას" განხორციელება დავიწყე. მოგეხსენებათ დავდივარ კარდაკარ,სოფელ-სოფელ და ვეძებ საარქივო მასალებს და ინფორმაციას.
ამ პროცესში გამოიკვეთა,რომ განახლების მოსახლეობის 70% გადაარჩინა როლანდი სიდიანმა. მას თავისი სატვირთო მანქანით ე.წ "კამაზით" გამოჰყავდა მშვიდობიანი მოსახლეობა შედარებით უსაფრთხო ადგილამდე და თვითონ ბრუნდებოდა ისევ სოფელში,რათა დარჩენილი მოსახლეობა გამოეყვანა. ერთერთი დაბრუნება საბედისწერო და საბოლოო აღმოჩნდა როლანდისთვის...
აქვე მინდა ავღნიშნო ისიც,რომ მას გამოესარჩლა ეროვნებით სომეხი განახლებელი ახალგაზრდა,რომელიც იქვე დახვრიტეს.მე ქედს ვიხრი იმ ვაჟკაცის სულის წინაშე.სამწუხაროდ არ ვიცი მისი ვინაობა.
როლანდის მისი ცოლ-შვილი და სანათესაო, ახლობელ-მეზობლები უკვე გახიზნული ჰყავდა სვანეთში, სადაც მამაპაპისეული სახლი ჰქონდა, მაგრამ სვანეთიდან დაბრუნდა რათა სხვები გადაერჩინა.
დაჯილდოების ცერემონია გაიმართა ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტში.
როლანდის ორდენი გადაეცა მის მეუღლეს მარინა სიდიანს.
მე ერთ ადამიანს განსაკუთრებით მიხარია როლანდი სიდიანის გმირობის დაფასება,თუნდაც 25 წლის შემდეგ!
დიდება გმირებს!