კოჩარის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლის დამთავრებიდან 50 წლისთავი აღნიშნა 1968 წლის გამოშვებამ.
შეხვედრა შედგა ბ-ნ მურმან კვარაცხელიას ორგანიზებით.
შეხვედრაზე მოწვეული ჰყავათ პედაგოგები ხუტა ვეკუა,გივი ჯომიდავა და დამრიგებელი იაშა ფანჩვიძე.(80 წელს გადაცილებული კლასის დამრიგებელი ისე ახალგაზრდულად გამოიყურება მე მათი კლასელი მეგონა)
26 ჯგუფელიდან 5 გარდაცვლილია. შეიკრიბნენ ასტამურ(ვენორი) გოგუას საფლავზე. პატივი მიაგეს ყველა გარდაცვლილი თანაკლასელის ხსოვნას და შემდეგ გადაინაცვლეს რესტორანში "მეგრული ოდა".
სუფრის თამადა გახლდათ ბ-ნ მურმან კვარაცხელია.(ქართული სუფრა აკადემიააო ამბობენ და მე დავრწმუნდი ამ გამონათქვამის სისწორეში). ისე ლამაზად, ისე შინაარსიანად წარმართა უფალმა თამადამ სუფრა.
მოგეხსენებათ დევნილი ადამიანების შეხვედრის სიხარულს ახლავს დიდი სევდა და ტკივილი. ამ გრძნობის გადმოცემა მე არ შემიძლია,მაგრამ ყველა დევნილისთვის ნაცნობია ეს გრძნობა...
ბატონმა როლანდ ჟორჟოლიანმა დიდი სიურპრიზი გაუკეთა კლასელებს, მან მოიტანა ალბომი,რომელიც სპეციალურად გამოატანინა თურმე კოჩარიდან. და ნახეთ როგორ აქვს აკინძული.
სუფრა ჰგავდა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს შერწყმულს საქართველოს ისტორიასთან,როცა სადღეგრძელოს ამბობდა ერთი მთელი გულისყურით უსმენდა ყველა. ბევრი რამ ითქვა... მე ამ დიდებული ადამიანების სიტყვები მარგალიტებივით ავკრიფე და ჩავიწერე.... მოვა დრო ამ ჩანაწერს ისეთივე გულისფანცქალით მოვუსმენთ, როგორი გულისფანცქალითაც ათვალიერებდნენ გუშინ ამ ალბომს!
Ganakhleba.Ge 08 დეკემბერი 2018 წელი.