დედა–შვილის დიალოგი.
-დედა აფხაზეთი, განახლება , აფხაზებმა წაგვართვეს?
-კი შვილო.....
- აფხაზეთი ლამაზია?
- კი შვილო...
- მე რომ დამესიზმრა ის აფხაზეთი ყოფილა... განახლება... ისეთი ლამაზი იყო როგორსაც შენ მიყვები და აღმიწერ დედი...
- ... კი შვილო...
- დედა ვინ არიან აფხაზები?
- აფხაზები იგივე ქართველები არიან... ჩვენი ძმები...
- დედა აფხაზები თუ ჩვენი ძმები არიან ისინი ლაპარაკობენ ქართულად?
- არა შვილო...
- ჩვენ რატომ არ ვიცით აფხაზური? ძმები ხომ ერთ ენაზე უნდა ლაპარაკობდნენ?
- კი შვილო... ჩვენ ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ მაინც არ გვესმის ერთმანეთის... ჩვენი ძახილი მათ არ ესმით... მათი ჩვენ... მარტო ჩვენ არ ვართ ...
შვილი დუმს ...
- დედი უნდა შევრიგდეთ...
-კი შვილო... დედას ცრემლები მოსდის...
-ნუ ტირი დედი.... მე დაგაბრუნებ აფხაზეთში... განახლებაში, როცა გავიზდები, თუ მანამდე არ შევრიგდით...
- როგორ შვილო?
- სანამ გავიზრდები აფხაზურს ვისწავლი......მერე ჩაგკიდებ ხელს და წაგიყვან აფხაზეთში... განახლებაში!
- და ჩვენ შეგვიშვებენ შვილო?
- კი დედი, მე აფხაზს აფხაზურად დაველაპარაკები... ჩვენ შევრიგდებით.....გპირდები დედიკო....მე აფხაზებს ვეტყვი, რომ...
- რას ეტყვი შვილო?
დუმს პატარა გიორგი... ––ნეტა რას ფიქრობს 6 წლის ბიჭი? ნეტა რას ეტყვის აფხაზებს?
მას სჯერა... ის აუცილებლად შეურიგდება აფხაზებს...
ერთხელ ერთ ერთი პირდაპირი ჩართვის დროს, სრულიად მოულოდნელად მივატრიალე ტელეფონი გიორგისკენ და აზრი ვკითხე, მან სხარტად და გააზრებულად დააფიქსირა თავისი აზრი : _ჯერ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და შემდეგ ყველამ ერთად დავიბრუნოთ აფხაზეთი, დედიკოს უყვარს და ენატრება აფხაზეთი.....